საიტზე მუშაობს Orphus

თუ შენიშნეთ შეცდომა, მონიშნეთ იგი და დააჭირეთ Ctrl+ENTER


Система Orphus

Login Form



skype

ადმინისტრატორი

Мой статус

გაყიდვების მენეჯერები

Мой статус

Мой статус

 

Who's Online

We have 1855 guests online


Designed by:
Assistance Service &
SiteGround web hosting Joomla Templates

სავიზიტო CD–ბარათები

 

cd business card 3-000წარმოიდგინეთ სავიზიტო ბარათი, რომელსაც ვდებთ კომპიუტერში ლაზერული დისკის ადგილზე და ეკრანზე ჩნდება ჩვენი კომპანიის ლოგო, შემდეგ ჩვენი ოფისი, პროდუქცია; დიქტორის ხმა მოგვითხრობს კომპანიის ისტორიას, მისი საქმიანობისა და გეგმების შესახებ...

 

ეს ფანტასტიკა არ არის – ეს ლაზერული სავიზიტო ბარათია.

 

ლაზერული სავიზიტო ბარათი – ეს არის პაწია ლაზერული დისკი, რომელიც გარეგნულად გაფორმებულია თქვენი კომპანიის კორპორატიულ სტილში – მის ზედა მხარეზე დახატულია კომპანიის ლოგო, დასახელება, მინიმალური ინფორმაცია – ვთქვათ, ტელეფონის ნომრები; სხვა ყველაფერი – თვით დისკშია ჩაწერილი.

 

დისკის მეხსიერება დაახლოებით 30 მეგაბაიტია – ეს საკმარისია იმისათვის, რომ დისკზე განთავსდეს თქვენი საიტი, პრეზენტაციები, სურათები, და უამრავი ტექსტური ინფორმაცია (შეფასებისათვის შეგიძლიათ გადმოტვირთოთ და ნახოთ ჰიპოთეტური ავეჯის სალონის სარეკლამო რგოლი; ის იკავებს ბარათის მეხსიერების დაახლოებით ერთ მეშვიდედს, ან ნახოთ ჩვენს მიერ დამზადებული პრეზენტაცია ჩვენი კომპანიისა, ისიც დაახლოებით იგივე ზომისაა).

 

ლაზერული სავიზიტო ბარათი შესანიშნავი საშუალებაა თქვენი კომპანიისა და საქმიანობის ღირსეულად წარდგენისათვის. მართალია, ასეთი ბარათები ბევრად ძვირია, ვიდრე ჩვეულებრივი სავიზიტო ბარათები, მაგრამ მათი სწორ დროს და სწორ ადგილზე გამოყენება მრავალგზის აანაზღაურებს ხარჯებს.

 

ბარათის ფასი დამოკიდებულია შეკვეთის რაოდენობაზე, გაფორმებაზე (სურათის ხარისხზე), დამზადების დროზე, შეფუთვის სახეობაზე. საორიენტაციო ფასები შეგიძლიათ ნახოთ აქ.

 

ბარათი შეიძლება მეტი მოცულობისაც იყოს (100 მბ–მდე, ან სულაც 1.2 გიგაბაიტამდე – DVD ბაზაზე), მაგრამ 30 მბ, როგორც წესი სრულიად საკმარისია საპრეზენტაციო ინფორმაციისათვის. ასევე შესაძლებელია სხვადასხვა ფორმის ბარათების დამზადებაც.

 

ბარათზე სურათი შეიძლება დატანილ იქნას რამდენიმეფერიანი ტრაფარეტული მეთოდით (Silkscreen) ან მაღალხარისხიანი ფოტობეჭდვით (Offset).

 

ბარათებისათვის შეიძლება დამზადდეს ინდივიდუალური პლასტიკის კოლოფები, ტყავის ან სხვა მასალის შალითები და სხვ.

 

თუ თქვენ მზადა გაქვთ საპრეზენტაციო მასალები ბარათისათვის, ის პირდაპირ ჩაიწერება შეკვეთის ფარგლებში. თუ არა გაქვთ, ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ პროფესიონალური დონის მასალების დამზადებაში – ლოკალური საიტის, ფლეშ–რგოლების, სარეკლამო ვიდეორგოლების, ფოტოსურათების და ა. შ. ამგვარი სამუშაოები ექსკლუზიური და მეტად ინდივიდუალურია, რაც აძნელებს წინასწარ განსაზღვრას ფასებისას, რომლებიც შეიძლება მერყეობდეს საკმაოდ ფართო შუალედში ($200–დან $1000–მდე და ზევითაც).

 

cd_card_plus_wallet

cd-business-cards

 

dvd_business_card_types

business-card-cd

dvd-biz-card

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფილტრი     ვაჩვენოთ 
N სტატიის სათაური
1 სავიზიტო CD–ბარათების ფასები