საიტზე მუშაობს Orphus

თუ შენიშნეთ შეცდომა, მონიშნეთ იგი და დააჭირეთ Ctrl+ENTER


Система Orphus

Login Form



skype

ადმინისტრატორი

Мой статус

გაყიდვების მენეჯერები

Мой статус

Мой статус

 

Who's Online

We have 1718 guests online


Designed by:
Assistance Service &
SiteGround web hosting Joomla Templates

ნეოკუბი PDF ბეჭდვა ელფოსტა





ნეოდიმის მაგნიტებისაგან დამზადებულმა ამ ბურთულებმა პატარა ბუმი უკვე გამოიწვიეს მსოფლიოში. არადა, ბოლო დროს ბუმები მუდამ რაღაც ახალ ფუნქციონალთანაა დაკავშირებული – მობილური ტელეფონები, MP3-ფლეერები, აიფონები თუ მრავალნაირი გაჯეტები – ყველაფერს რაღაც პრაქტიკული დანიშნულება აქვს და ყველა ბოლოდროინდელი ბუმი – ამ "დანიშნულებების ბუმი" უფროა, ვიდრე უბრალოდ რაღაცის. ვერაფერს იტყვი – მეტად პრაქტიკულები გავხდით – დროა ასეთი.

ამიტომაც კარგა ხანია რუბიკის კუბის მსგავს რაიმეს ასეთი ინტერესი არ გამოუწვევია, და აი ახლა ეს მოხდა – ლამის ყოველ მეორეს ჯიბეში უდევს ეს საოცარი ბურთულები.

საოცარი და უცნაური კი ნამდვილად არის – ხელის მოკიდებისთანავე ხვდები, რომ ეს რაღაც "სხვა ნივთიერებაა" – თითქოს უჩვეულოდ რბილი, და ამ დროს ფოლადზე მაგარი. ეს პატარა ბურთულები ისეთი ძალით იზიდავენ ერთმანეთს, რომ მათგან გაკეთებული ძეწკვი თავისუფლად შეგიძლია ჩამოიკიდო და იარო – მისი გაწყვეტა არც ისე ადვილია.

მოკლედ, უკვე შეიძლება, ვთქვათ, ტრანსპორტში უსაქმოდ ჯდომის ნაცვლად ბურთულდიზაინს მივყოთ ხელი. ეს სასარგებლოცაა – ამბობენ თითების მოტორულ რეცეფციას ავითარებსო. უფრო ჭკვიანები ნაკლებ საშინელ რამეს ამბობენ – ნერვებს აწყნარებსო. ვიღაცამ ისიც კი თქვა, წონაში დაიკლებ მაგითო. რატომაც არა – თითები მაინც ხომ მოძრაობენ. ერთი ძეწკვის გაკეთებაში ნახევარი გრამი – ეგეც საქმეა.

ძეწკვის გარდა კი, ცოტა ფანტაზიაც და უამრავი რამის გაკეთება შეიძლება, ჩვენი მინიგალერეის დათვალიერებაც საკმარისია ამაში დასარწმუნებლად, და ეს ხომ ყველაფერი არ არის – აი მაგალითად, სტანდარტული 216 ბურთულისაგან (ასეთია ერთ კომპლექტში მათი რაოდენობა, იმიტომ, რომ 216 6–ის კუბია) კეთდება ნამდვილი იკოსაედრი! Foot in mouth

ნეოდიმი – იშვიათმიწა ლითონია. სახელი ჰქვია ასეთი "მეცნიერულად", თორემ დიდი იშვიათობა არაა, მაგრამ არც ძალიან მოდებულია (რკინაზე დაახლოებით 25000–ჯერ იშვიათია). მაგნიტები საკმაოდ ძვირია, მაგრამ არა ნეოდიმის გამო – ამ მაგნიტების დამზადების პატენტი ორ ფირმას  "უჭირავს მყარად" (ასეთი მაგნიტები ფხვნილური მეტალურგიის ტექნოლოგიებით მზადდება) და სწორედ მათი დამსახურებაა მათი სიძვირე. საბედნიეროდ, პროგრამებისა არ იყოს, არც მეტალურგიაში იკლავენ თავს საავტორო უფლებების დაცვაზე ყველა ქვეყანაში, ამიტომ ამ ბურთულების ზემოხსენებული კომპლექტის ყიდვა "ზოგ" ქვეყნებში 10–დან (საბითუმო) 25 დოლარამდე (საცალო) შეიძლება, ან კიდევ როგორც გაგიმართლებს.

ნეოდიმისგან დამზადებულ მაგნიტებს, როგორც ამბობენ, თავისზე ლამის 1500–ჯერ მძიმე საგნის დაჭერა შეუძლიათ, სინამდვილეში ეს რიცხვი დიდად გაბუქულია და ჩვეულებრივ პირობებში 40–50–ია, ბევრად მეტი ძალის მიღება ხერხდება მხოლოდ შეხების ფართობის გაზრდით, შემხები ზედაპირების ძალიან გაპრიალებით და სხვა ეშმაკობებით.

თვით მაგნიტი სუფთა ნეოდიმი კი არა, ნეოდიმის, რკინისა და ბორის შენადნობია. არსებობს ორნაირი მაგნიტები (დამზადების ტექნოლოგიის მიხედვით) – შეცხობილი მაგნიტები და მაგნიტოპლასტები (წმინდა ფხვნილური მეტალურგიით დამზადებული).  ამ უკანასკნელებს უარესი მახასიათებლები აქვთ, სამაგიეროდ ადვილად მზადდება ნებისმიერი ფორმისა და ზომისა, შეცხობილ მაგნიტებს კი დამზადების შემდეგ დამუშავება სჭირდებათ, რაც არაა მარტივი საქმე.


მაგნიტები ბევრ რამეში გამოიყენება (მათ შორის ქარის და სხვა გენერატორებში და ჰიბრიდული მანქანების ძრავებში), მოხმარება სწრაფად იზრდება, მოპოვების საქმე კი ვერ არის კარგად – ჩინეთში მოიპოვებენ 20000 ტონაზე ცოტა მეტს და სულ ესაა მთელი მსოფლიოს "სარჩო". ასე, რომ მალე ნეოდიმს შეიძლება ცეცხლის ფასი დაედოს. ჩვენთვის ყველაზე ხელმისაწვდომი ნეოდიმის მაგნიტი ალბათ ქალის ხელჩანთების მაგნიტურ საკეტებშია, თუმცა იქ ნეოდიმის ნაცვლად შეიძლება სამარიუმ–კობალტის ან სულაც ალუმინ–ნიკელ–კობალტის მაგნიტები იყოს, რომლებიც ძალით დიდად არ ჩამოუვარდებიან ნეოდიმისას.

რკინის შემცველობის გამო ეს მაგნიტები ჩვეულებრივად იჟანგება, ამიტომ მათ, როგორც წესი, დამცავი ფენით ფარავენ, ეს ფენა ფერადიც შეიძლება იყოს და დეკორატიული დატვირთვა ჰქონდეს.

ნეოდიმის (ისევე როგორც ყველა სხვა) მაგნიტების კიდევ ერთი დიდი უბედურებაა ტემპერატურის მიმართ არამდგრადობა – ზოგი მარკის მაგნიტი 40 გრადუსზე უკვე კარგავს თვისებებს, ამიტომ ნეოდიმის მაგნიტების სამარკო დასახელებაში პირდაპირ მითითებულია სამუშაო ტემპერატურა.









და აი კიდევ რა და როგორ კეთდება ამ ბურთულებისაგან:


{youtube}HJe4rEPg_Vk{/youtube}


{youtube}Kla_BvJJkmg{/youtube}