საიტზე მუშაობს Orphus
Login Form
Who's Online
We have 3089 guests onlineდაქტილოსკოპური საკეტები სასტუმროებში |
![]() |
![]() |
![]() |
სასტუმროს აღჭურვა
ქსელური
დაქტილოსკოპური საკეტებით
ჩვენი საწარმო Assistance Service სპეციალიზდება ახალი ტექნოლოგიების ნაწარმების კვლევასა და ბიზნესსა და ყოფაცხოვრებაში დანერგვაზე. ბოლო დროის სიახლეებს შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ბიომეტრული, კერძოდ დაქტილოსკოპური მოწყობილობები, რომლებიც პიროვნების იდენტიფიკაციას მისი თითის ანაბეჭდის საშუალებით ახდენს. ამგვარი მოწყობილობები სულ ცოტა ხნის წინ თუ ძალიან ძვირი ან არასაიმედო იყო ან სულაც ეგზოტიკის სფეროს განეკუთვნებოდა, მათი დამზადების ტექნოლოგიების დახვეწისა და გაიაფების შედეგად უკვე შესაძლებელი ხდება მათი ფართო გამოყენება და ყოფაცხოვრებასა თუ ბიზნესში დანერგვა.
ჩვენ გთავაზობთ დაქტილოსკოპური სენსორებით აღჭურვილ სისტემებსა და კომპონენტებს თქვენი სასტუმროსათვის.
1. დაქტილოსკოპური საკეტები ნომრებში
ნომრების კარებზე დაქტილოსკოპური საკეტების დაყენებას რამდენიმე უპირატესობა აქვს:
სასტუმროს დაქტილოსკოპური ქსელური სისტემა H-FA-01 შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან:
რეგისტრაცია
ახალი სტუმრის რეგისტრაცია ხდება რეგისტრატორზე სტუმრის თითის ანაბეჭდის დამახსოვრებით; ამ ანაბეჭდს სასტუმროს თანამშრომელი (ქსელური პროგრამით) გადასცემს იმ ნომრის კარის საკეტს, რომელშიც სტუმარი იქნება ჩასახლებული.
ამის შემდეგ სტუმარს შეუძლია გააღოს თავის ნომრის კარი საკეტზე თითის დადებით. სტუმრის მიერ სასტუმროს დატოვების შემდეგ ეს ანაბეჭდი სასტუმროს თანამშრომლის მიერ წაიშლება სისტემის მეხსიერებიდან.
სასტუმროს ადმინისტრატორს ან სხვა უფლებამოსილ პირს შეეძლება ნებისმიერ დროს ნახოს დაწვრილებითი ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ. ასევე შესაძლებელი იქნება ქსელში მომხდარი მოვლენების შესახებ დაწვრილებითი რეპორტების მიღება - ყოველი კარის გაღება/დახურვის დრო წამების სიზუსტით, დამატებითი ფუნქციების გამოყენება და სხვა. სისტემის პროგრამულ უზრუნველყოფას აქვს საშუალება შექმნას თავის მომხმარებელთა მკაფიო იერარქიული სტრუქტურა, სადაც ყოველ მომხმარებელს ექნება განსაზღვრული უფლებები - ახალი სტუმრების რეგისტრაცია, შენახული ინფორმაციასთან სხვადასხვა კატეგორიების წვდომა, სისტემური და სამომხმარებლო პარამეტრების ცვლილება და სხვა.
სხვადასხვა შემთხვევებისაგან დასაზღვევად (სერვერის მწყობრიდან გამოსვლა, ელექტროკვებაში შეფერხება სტუმრის რეგისტრაციისას და სხვ.) სისტემაში დაქტილოსკოპური იდენტიფიკაცია დუბლირებულია რადიოსიხშირული ბარათებით (Rfcard). კარის საკეტები აღჭურვილია ამ ბარათების ამომცნობი სენსორითაც, სისტემა კი - ბარათების დასაპროგრამირებელი მოწყობილობით. ბარათი თვითონ ინახავს მისი გამოყენების შესახებ ინფორმაციას, რომელიც სისტემის აღდგენის შემდეგ შეიძლება გადატანილ იქნას მონაცემთა საერთო ბაზაში.
ქსელი
მოწყობილობები (კონცენტრატორები, საკეტები) ერთმანეთს უერთდებიან Ethernet-კაბელით, რომლებიც ისმება სპეციალურ არხებში (როგორც დეკორატიული თვალსაზრისით, ასევე კაბელის დაცვის მოსაზრებით). ქსელის აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფა საშუალებას იძლევა შიდა ქსელი შეუერთდეს ინტერნეტს; ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ქსელის ინტერნეტიდან მართვა, ინფორმაციის გაცვლა და ა. შ. ქსელის უწყვეტი შტოს მაქსიმალური სიგრძე არის 800 მეტრი.
სერვერი
სერვერის მოვალეობის შესრულება შეუძლია ნებისმიერ პერსონალურ კომპიუტერს; მთავარი მოთხოვნილება, რომელიც სერვერს წაეყენება, არის საიმედობა.
სერვერის მინიმალური საკონფიგურაციო მოთხოვნები ასეთია:
საკეტი
საკეტის გაღება შეიძლება ოთხი სხვადასხვა მეთოდით:
ეს უკანასკნელი - მექანიკური გასაღები - საკეტს მოჰყვება იმ შემთხვევისათვის, როცა ვერცერთი სხვა მეთოდით კარის გაღება ვერ ხერხდება (მაგალითად, ელექტროკვების შეფერხების გამო).
როცა საკეტი ჩაკეტილია, სახელური არ არის მოჭიდებაში მექანიზმთან და თავისუფლად ტრიალებს, რაც გამორიცხავს მის უნებლიედ დაზიანებას.
საკეტის მექანიზმი შეესაბამება საერთაშორისო და ANSI სტანდარტების „ხუთმაგი ჩაკეტვის" ნორმებს. მექანიზმი დამზადებულია მტკიცე შენადნობისაგან (მისი ზოგი დეტალი - ზემტკიცე შენადნობისაგან); მის კონსტრუქციაში გათვალისწინებულია ყველა არსებული გადაწყვეტა და გამოცდილება საკეტის საიმედობის ასამაღლებლად.სენსორის ფანჯარა დაფარულია სპეციალური აპკით PVD-ტექნოლოგიის გამოყენებით.
საკეტი იკვებება ქსელიდან სპეციალური მოწყობილობის საშუალებით, რომელიც ამავე დროს საკეტის ქსელთან კავშირის მოწყობილობაცაა. თვით ეს მოწყობილობა იკვებება სტანდარტული 220 ვ კვების წყაროდან.
დაქტილოსკოპური საკეტებით აღჭურვილი სასტუმროს საერთო სქემა
2. სეიფები დაქტილოსკოპური საკეტებით
სეიფები უკვე დიდი ხანია ნებისმიერი სასტუმროს აუცილებელი ატრიბუტი გახდა. ისინი გამოიყენება სტუმართა მიერ ფულის, ძვირფასეულობის, პირადი კომპიუტერების და ა. შ. შესანახად.
ეს ორი პირობა საიმედობის თეორიის თანახმად კონფლიქტურია - ერთმანეთს ეწინააღმდეგება, ანუ რაც უფრო ვაძნელებთ რაიმეს არასანქცირებულად გადალახვას, მით უფრო ძნელდება სანქცირებული ქმედებაც.
სეიფების შემთხვევაში ამ დილემას, შეიძლება ითქვას, ყველაზე წარმატებით წყვეტს სეიფის საკეტის დაქტილოსკოპური გადაწყვეტა - ამ დროს გამორიცხულია კოდის დავიწყება, გასაღების (მექანიკური, მაგნიტური და სხვა ნებისმიერი) დაკარგვა/მოპარვა/კოპირება - სეიფის გაღება ხდება მფლობელის თითის საშუალებით, რომელიც (რაიმე უბედურებას თუ არ ჩავთვლით) ყოველთვის ადგილზეა, სხვის მიერ მისი გამოყენება შეუძლებელია, პროცედურაც მაქსიმალურად გაადვილებულია - პრაქტიკულად ასახსნელიც კი არაფერია.
როგორც წესი, სეიფს დაქტილოსკოპური და მექანიკური გასაღებების გარდა აქვს კიდევ კლავიატურა, რომლიდანაც წინასწარ დაყენებული PIN-კოდის აკრეფით შეიძლება მისი გაღება.
სეიფის საკეტებს აქვთ საკუთარი კვება (გალვანური ელემენტები), ჰყოფნის არანაკლებ 1 წლისა. ელემენტების დაცლისას ყოველ გაღებისას გვატყობინებს ხმოვანი ან ვიზუალური სიგნალით, რომლის შემდეგ კიდევ დაახლოებით 100-ჯერ გაიღება საბოლოოდ დაცლამდე.
3. დაქტილოსკოპური ტაბელი
რადგანაც ყოველ მოსვლასა და წასვლას თანამშრომელი საკუთარი თითის საშუალებით აფიქსირებს, აქ გამორიცხულია ყველა ის ნაკლი, რაც სხვა სისტემებს გააჩნიათ.
ვთქვათ, ორგანიზაცია თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადებას აღრიცხავს პლასტიკური ბარათების ან სპეციალური მოწყობილობების საშუალებით; ეს კარგია და პროგრესული, მაგრამ არავითარი გარანტია არ არის, რომ ვინმე არ "გაატარებს" ორ ბარათს - თავისას და მეგობრისას, რომელიც შესვენების შემდეგ გამოცხადდება სამუშაო ადგილზე. ასეთი შემთხვევებისაგან დასაზღვევად დამატებითი დამკვირვებელი პერსონალის ან ვიდეოთვალთვალის (საბოლოო ჯამში ისევ პერსონალის საშუალებით) გამოყენება კი საერთოდ აბსურდად აქცევს ამ სისტემას.
თითის ანაბეჭდი მოწყობილობაში ინახება არა გრაფიკული გამოსახულების, არამედ სპეციალური ფორმატის ფაილის სახით, რომელიც მხოლოდ ამ მოწყობილობამ იცის, და შეუძლებელია მისი სხვა "ანაბეჭდით" შეცვლა, ფაილის დამახინჯება ან სხვაგან გადაწერა და სხვა.
ყველაფერი ეს - სისტემის საიმედობა, ფუნქციურობა და სატაბილურობა ასეთი მოწყობილობების დაბალ ღირებულებასთან ერთად საშუალებას იძლევა დაქტილოსკოპური სენსორების ბაზაზე აგებული სისტემა ჩაითვალოს იდეალურად სრულიად განსხვავებული მიმართულებისა და სპეციფიკის ორგანიზაციებში გამოსაყენებლად.
ტიპიური დაქტილოსკოპური ტაბელის მონაცემები ასეთია (O_TC_02):
შესაძლებელია ამ მოწყობილობის გამოყენება როგორც დამოუკიდებელ (სტაციონარულ ან პორტატულ) აპარატად, ასევე მისი მიერთება კარის გამღებ ან ტურნიკეტის გამშვებ მოწყობილობასთან.
|