საიტზე მუშაობს Orphus

თუ შენიშნეთ შეცდომა, მონიშნეთ იგი და დააჭირეთ Ctrl+ENTER


Система Orphus

Login Form



skype

ადმინისტრატორი

Мой статус

გაყიდვების მენეჯერები

Мой статус

Мой статус

 

Who's Online

We have 1900 guests online


Designed by:
Assistance Service &
SiteGround web hosting Joomla Templates

ფასები PDF ბეჭდვა ელფოსტა

 

 

თარგმნის ღირებულება დამოკიდებული სხვადასხვა ფაქტორზე, რომლებმაც შეიძლება გაზარდოს ან შეამციროს ერთეულის თარგმნის საბოლოო ფასი.

 

თარგმნის საბაზო ღირებულებაა 0,04 $/სიტყვა, ანუ 4 ცენტი 1 სიტყვა. სიტყვების რაოდენობა ითვლება ორიგინალ დოკუმენტში.

დამატებითი პირობები ცვლის ამ ფასს; მაგალითად, თუ შეკვეთის შესასრულებლად საჭიროა დღეში 16 გვერდის თარგმნა (სისწრაფე – 3 კატეგორია, კოეფიციენტი – 1,5), მაშინ 1 სიტყვის თარგმნის ღირებულება იქნება 6 ცენტი; ასევე, თუ შეკვეთის მოცულობამ გადააჭარბა 40 გვერდს (კოეფ=0,9), შემკვეთი მიიღებს 10%–იან ფასდაკლებას (იხ. ცხრილი).

 

"გვერდი" გულისხმობს საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებულ სტანდარტულ ნაბეჭდ გვერდს – ინგლისური ენისათვის ეს არის 280 სიტყვა. სხვა ენებისათვის ეს რიცხვი მეტი ან ნაკლები შეიძლება იყოს (უმნიშვნელოდ).

მოცულობაზე საუბრისას იგულისხმება ერთიანი სათარგმნი ტექსტის მოცულობა, და არა შეკვეთის მთლიანი მოცულობა: თუ შეკვეთა სხვადასხვა თემატიკის ორი 25–გვერდიანი ტექსტისაგან შედგება, ეს არ ჩაითვლება 50–გვერდიან ტექსტად და შესაბამისად ფასდაკლებაც არ გაითვალიწინება (მოცულობაზე ფასდაკლება განპირობებულია არა უბრალოდ სამუშაოს მოცულობით, არამედ დიდი რაოდენობის ერთნაირი ტექსტის თარგმნისას სამუშაოს თანდათანობით გაადვილებით თარგმნილი კონსტრუქციების დაგროვებისა და აზროვნების მიმდინარე საქმიანობაზე "მორგების" შედეგად. ეს არის ასევე მცირე მოცულობის – 5 გვ–ზე ნაკლები – ტექსტის თარგმნის ღირებულების გაზრდის მიზეზიც – პირველი რამდენიმე გვერდის თარგმნას, როგორც წესი, 1.5–2–ჯერ მეტი დრო და ძალისხმევა სჭირდება, ვიდრე შემდგომში ამავე რაოდენობას).

ცხრილში მოცემულია ის ფაქტორები, რომლებზეც დამოკიდებულია თარგმანის საბოლოო ღირებულება, და შესაბამისი კოეფიციენტები:

 

N სისწრაფე კოეფ.
1 თავისუფალი 0.5
2 ჩვეულებრივი 8 გვ/დღ 1
3 დაჩქარებული 16 გვ/დღ 1.5
4 განსაკუთრებული (არასამუშაო დღეებში და სხვა) 1.7

N პასუხისმგებლობა კოეფ.
1 დაბალი 0.8
2 ჩვეულებრივი 1
3 მაღალი 2
4 განსაკუთრებული 2.5

N სირთულე კოეფ.
1 დაბალი 0.8
2 ჩვეულებრივი 1
3 მაღალი 1.5
4 განსაკუთრებული 2

N მოცულობა კოეფ.
1 <5 გვ 1.5
2 6–40 გვ 1
3 41–160 გვ 0.9
4 >161 გვ 0.85

 

ფასები მოცემულია ჩვეულებრივი არაფორმატირებული ტექსტისათვის. შეკვეთის ჩაბარება ხდება .DOC ფაილის სახით ფორმატირების რაიმე ფუნქციების გამოყენების გარეშე. ყველა სახის ფორმატირება (გვერდების გაფორმება, სათაურების იერარქიის სტრუქტურის შექმნა, გრაფიკული ობიექტების ჩართვა, ავტომატური დანომრვები და სარჩევი, ბროშურა და სხვა) ცალკე შეთანხმების საგანია.

 

ტექსტის მომზადება რომელიმე სხვა პროგრამაში (Corel, Adobe Indesign, Pagemaker და სხვა), როცა ორიგინალი ამავე პროგრამაშია, დაითვლება კოეფიციენტით 1,3 (ანუ 33%–ით ძვირია). ამდენივეთი ძვირდება სამუშაოს ღირებულება, როცა ორიგინალი არ არის ელექტრონული ტექსტური სახით (ხელნაწერია ან ნაბეჭდი, ან გრაფიკული ფაილის სახითაა).

სურათებში გრაფიკულად (არატექსტურად) ჩართული წარწერების თარგმნისა და ასევე გრაფიკულად სურათზე გადატანის მინიმალური ღირებულებაა 0,2 USD/სიტყვა. ზოგ შემთხვევაში წარწერის შესაცვლელად იმდენად შრომატევადი სამუშაოს ჩატარებაა საჭირო (როცა ჭრელი ფონია და სხვა), რომ ეს ფასი შეიძლება რიგით გაიზარდოს; და რაც მთავარია, ეს უკვე იმდენად თარგმნას არ მიეკუთვნება, რამდენადაც გრაფიკულ მომსახურებას.

ყველა სხვა შემთხვევა ასევე ცალკე შეთანხმების საგანია, რამდენადაც ყველა შესაძლო შემთხვევის ცხრილებში აღწერა შეუძლებელია.

 

თარგმნის ღირებულებაში არ შედის ორიგინალის ტექსტის გასწორება და მთარგმნელი არ არის პასუხისმგებელი ორიგინალში დაშვებული რაიმე ტიპის შეცდომის თარგმანში გამეორებაზე.

 

საქართველოში მცხოვრებთათვის ყველა ფასი ლარებსა და თეთრებშია იმავე რიცხვითი მნიშვნელობებით (ანუ საბაზო ფასია 1 სიტყვა – 4 თეთრი) სტუდენტებისა და სასწავლო დაწესებულებების არაკომერციული შეკვეთებისათვის ჩვენთან მოქმედებს კიდევ 30%–იანი ფასდაკლება.

 

თქვენ შეგიძლიათ გადმოტვირთოთ პატარა კალკულატორი ( Excel–ის ცხრილი) თქვენი შეკვეთის ღირებულების გამოსათვლელად.