ლაზერული სავიზიტო ბარათი PDF Print E-mail
There are no translations available.

intro_digital_business_cards

 

ლაზერული სავიზიტო ბარათი – ეს არის პაწია ლაზერული დისკი, რომელიც გარეგნულად გაფორმებულია თქვენი კომპანიის კორპორატიულ სტილში – მის ზედა მხარეზე დახატულია კომპანიის ლოგო, დასახელება, მინიმალური ინფორმაცია – ვთქვათ, ტელეფონის ნომრები; სხვა ყველაფერი – თვით დისკშია ჩაწერილი.

 

სავიზიტო ბარათი მზადდება ლაზერული CD ან DVD ტექნოლოგიით. პირველ შემთხვევაში მისი ტევადობა (სტანდარტული სავიზიტო ბარათის ზომებით) 30-40 მეგაბაიტია, მეორეში – 1,2 გიგაბაიტამდე.

 

მცირე რაოდენობებით სავიზიტო ბარათების დამზადება ხდება ჩვეულებრივ ჩაწერად (recordable CD ან DVD) დისკებზე ჩაწერით, დიდი რაოდენობებისათვის კი (1000 ც და მეტი) მზადდება მატრიცა, რომლებიდანაც იშტამპება ბარათის დისკები; შემდეგ ხდება ამ დისკების ჩაწნეხვა პლასტიკის ჩარჩოში.

 

ბარათზე სურათი დაიტანება ისევე, როგორც ჩვეულებრივ ლაზერულ დისკებზე; ამისათვის არსებობს რამდენიმე ტექნოლოგია, ზოგი მათგანი სხვადასხვა ტრაფარეტით და რამდენიმე ფერით ქმნის გრაფიკულ გამოსახულებას, ზოგი კი იძლევა ფოტოგრაფიული ხარისხის სურათს (ოფსეტური ბეჭდვა).

 

ჩვენ უკვე გთავაზობთ ასეთი სავიზიტო ბარათების დამზადებას. დაწვრილებით ამის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.