ბიომეტრული სენსორები PDF Print E-mail
There are no translations available.

 

Loopბოლო წლებში ტექნოლოგიების განვითარებამ შესაძლებელი გახადა საიმედო და ხელმისაწვდომი ბიომეტრული სენსორების შექმნა, რომლებიც კონკრეტული ადამიანის იდენტიფიკაციას მისი ფიზიკური ნიშნების მიხედვით ახდენენ.

 

ყველაზე მეტად გავრცელდა დაქტილოსკოპური სენსორები, რომლებიც ცნობენ ადამიანის თითის ანაბეჭდს, რომელიც, როგორც ცნობილია, უნიკალურია;

 

არის სისტემები, რომლებიც ახდნენ იდენტიფიკაციას პიროვნების სახის (ფეის–კონტროლი), აგრეთვე ინფრაწითელი გამოსხივების, სხეულის დამახასიათებელი ვიბრაციის, თვალის ფერადი გარსის (ირიდოსკოპული სენსორები), ხმის, სუნის და სხვა პარამეტრების მიხედვით, თუმცა ეს უკანასკნელები ჯერ კიდევ ეგზოტიკის სფეროს განეკუთვნება, რასაც ვერ ვიტყვით დაქტილოსკოპურ სენსორებზე, რომელთა სერიულმა წარმოებამ საკეტი მოწყობილობების მწარმოებლებს საშუალება მისცა შეექმნათ საიმედო და ხელმისაწვდომი საკეტები, რომლებიც "ცნობენ" თითის ანაბეჭდებს და კარს გაუღებენ მხოლოდ მათ, ვისი თითის ანაბეჭდი მათთვის ნაცნობია.

ამისათვის საკეტები აღჭურვილია დაქტილოსკოპური სენსორით, რომელზე თითის მიდებისას საკეტის ელექტრონიკა ახდენს პიროვნების იდენტიფიკაციას მისი თითის ანაბეჭდის მიხედვით.

 

დაქტილოსკოპური სენსორები არსებობს – ოპტიკური და სითბური, ულტრაბგერითი, ტევადური (ორნაირი – აქტიურ და პასიური ტევადურები) და  ზოგი სხვაც, მაგრამ საწარმოო მასშტაბებით გავრცელებულია მხოლოდ ოპტიკური და სითბური სენსორები.

 

ორივე სისტემას აქვს თავისი უპირატესობები, მაგრამ საბოლოოდ დღესდღეობით ოპტიკურები უფრო გავრცელდა, როგორც უფრო საიმედო და, თავდაპირველი შთაბეჭდილებების მიუხედავად, ნაკლებად მომთხოვნი. ოპტიკური სენსორის ინფორმაცია პრაქტიკულად თითის მონოქრომული გამოსახულებაა, რომელიც შემდგომ მოწყობილობის მიერ დარდება ეტალონთან.

 

თვით ოპტიკური სენსორებიც სხვადასხვა ტიპის არსებობს – არეკვლაზე, გაბნევაზე, ელექტროოპტიკურები, მოძრავი და უძრავი სკანერით და სხვა.

 

მთლიანი მოწყობილობის საიმედობა და სხვა მახასიათებლები (მაგალითად იდენტიფიკაციის სისწრაფე) სენსორის გარდა დამოკიდებულია აგრეთვე სენსორიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავების ალგორითმზე და მისი შემსრულებელი ციფრული მოწყობილობის სიმძლავრეზე.

 

ზოგი მოწყობილობა მიღებულ ანაბეჭდს (სურათს) გრაფიკულად ადარებს ეტალონებს არდამთხვევების რაღაც ზღვრული მნიშვნელობისათვის, ზოგი კი მიღებულ სურათს ფრაგმენტებად შლის, ადგენს გარკვეულ კანონზომიერებებს და შემდგომ ამ კანონზომიერებებს ადარებს ადრე შენახულთან.

 

დღეისათვის დაქტილოსკოპური მოწყობილობები საკმაოდ საიმედოდ ითვლება – ალბათობა იმისა, რომ საკეტი "ნაცნობ თითს" ჩათვლის უცნობად, არ აღემატება 1%–ს , ხოლო იმისა, რომ უცნობს ჩათვლის ნაცნობად, ნაკლებია 0,0001%–ზე. ეს ნიშნავს, რომ 100–დან 1 შემთხვევაში შეიძლება ხელმეორედ მოგვიწიოს თითის მიდება საკეტზე (უნდა ითქვას, რომ პრაქტიკაში არც ყოველ 100 და არც ყოველ 500 გაღებიდან არ დაფიქსირებულა საშუალოდ ერთი შეცდომა), ხოლო იმისათვის, რომ უცხომ გააღოს კარი საკეტის შეცდომის შედეგად, მოუწევს საშუალოდ 1 000 000 მცდელობა.