Видеонаблюдение по интернету PDF Печать E-mail

როცა საჭიროა ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ მომენტში შეგვეძლოს ნახვა იმისა, თუ რა ხდება ამა თუ იმ ადგილზე – სახლში, სამსახურში და ა. შ. – ამის საშუალებას მოგვცემს ინტერნეტ–ვიდეოკამერა.


ინტერნეტ–კამერა (სხვანაირად – IP-კამერა) არის მოწყობილობა, რომელიც მის მხედველობის არეში მოქცეული ფართის გამოსახულებას (და ხმას) გადასცემს ინტერნეტში, და მას, ვინც იცის ამ კამერის მისამართი, შეუძლია დედამიწის ნებისმიერი ადგილიდან ნახოს ის, რასაც "ხედავს" ეს კამერა, და მოისმინოს ხმები (უნდა ითქვას, რომ, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს ეს, ხმის გადაცემა უფრო პრობლემურია, ვიდრე ვიდეოგამოსახულების).


ინტერნეტ–კამერას გამოყენების ფართო სპექტრი აქვს – ის გამოადგება სხვადასხვა ორგანიზაციების მენეჯერებს, მაღაზიის მფლობელებს, მათ, ვისაც მცირეწლოვანი ბავშვები ან მოხუცები ჰყავს სახლში დატოვებული, საბავშვო ბაღებს (ძირითადად აღსაზრდელთა მშობლებისათვის) – მოკლედ ყველას, ვისაც უნდა ნახოს რა ხდება იქ, სადაც თვითონ რაიმე მიზეზით ვერ მოხვდება.


ყველა ზემოთჩამოთვლილი და სხვა შემთხვევებისათვის არსებობს უნივერსალური გადაწყვეტები, ასევე არსებობს სპეციალურებიც – კონკრეტული შემთხვევისათვის მორგებული და ოპტიმიზებული. ასეთი კამერის დაყენებას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა მიზანი – დაცვის, კონტროლის, დაკვირვების, არქივების შექმნის და ა. შ.

 

ვიდეოდაკვირვებას შეიძლება ჰქონდეს "ცოცხალი" სახე – ეს არის რეალურ დროში დაკვირვება; ამის გარდა ინტერნეტ–კამერის გადმოცემული ინფორმაცია შეიძლება გროვდებოდეს სადმე სერვერზე და გარკვეული პერიოდულობით ხდებოდეს მისი გადათვალიერება (ვთქვათ, საღამოობით – მაღაზიის მფლობელის შემთხვევაში და ა. შ.)

 

ზოგადად ინტერნეტ–კამერის გამოყენების სქემა ასეთია:



camera-2



ანუ კამერა მიღებულ ვიდეოგამოსახულებას გადასცემს ინტერნეტ–სერვერს, შემდეგ კი ინტერნეტთან მიერთებული ნებისმიერი კომპიუტერიდან და მობილური ტელეფონიდანაც შეიძლება შესვლა ამ კამერის მისამართზე და ამ ვიდეოგამოსახულების ყურება. იმავე სერვერზე შეიძლება არქივის ორგანიზება და შემდეგ ამ არქივის დათვალიერება – ვიდეოფრაგმენტების ან რაღაც პერიოდულობით (ვთქვათ 1 კადრი წამში) გადაღებული სურათების სახით.


ასე, რომ ვთქვათ, მაღაზიის მფლობელს ყოველთვის შეეძლება "პირდაპირ ეთერში" ნახოს, რა ხდება მის მაღაზიაში, როგორ ემსახურებიან კლიენტებს, როგორ ასრულებენ ჩეკის გამოწერის ან სხვა პროცედურებს, ხოლო თუ დღისით მას ამის დრო არა აქვს, შეუძლია საღამოს გადაათვალიეროს არქივი.


ასევე საინტერესო იქნება მენეჯერისათვის, რა ხდება მის ორგანიზაციაში მისი არყოფნისას. აღვნიშნავთ, რომ კამერას არაფერზე არ ეტყობა, მის მიერ გადაცემულ ინფორმაციას იმ მომენტში ვინმე უყურებს თუ არა, რაც ორგანიზაციის თანამშრომლებს მუდმივი მობილიზებულობის სტიმულს უქმნის (ამის აღნიშვნა იმიტომაა საჭირო, რომ ასეთი კამერები არ განიხილება როგორც ფარული კამერა, რომლის არსებობა არავინ იცის; პირიქით, ყველასთვის უნდა იყოს ცნობილი, რომ ამ შენობაში მიმდინარეობს ვიდეოდაკვირვება).


არანაკლებ საინტერესო იქნება საბავშვო ბაღის აღსაზრდელის მშობლისათვის, რას აკეთებს ბაღში მისი პატარა, როგორია საერთო ატმოსფერო. ასეთი კამერით აღჭურვილ საბავშვო ბაღში მშობლები უფრო მეტი ხალისით მიიყვანენ ბავშვებს.


თუ კამერას არა დაკვირვების, არამედ ობიექტის დაცვის ფუნქცია ეკისრება, ასეთ შემთხვევაში კამერას როგორც წესი, ერთი და იგივე "ხედი აქვს თვალწინ" – ვთქვათ, არასამუშაო დროს დაკეტილი საწყობი. ასეთ შემთხვევაში კამერა არ გადასცემს ამ გამოსახულებას სერვერს (ამას აზრი არა აქვს), სამაგიეროდ კამერის მხედველობის არეში ნებისმიერი მოძრაობის დაფიქსირებისას დაუყოვნებლივ იწყება კადრების ინტერნეტში გადაცემა და მათი იქ დამახსოვრება; ასეთ კადრებს ვერავინ წაშლის სერვერიდან – ეს ინტერნეტ–კამერის უპირატესობაა, რამდენადაც ობიექტის ვიდეოდაცვის ადგილზე ორგანიზებისას, როცა სერვერი იმავე შენობაშია მოთავსებული, ბოროტგანმზრახველმა შეიძლება დამხსომებელი მოწყობილობა (სერვერი) მწყობრიდან გამოიყვანოს ან სულაც ხელს გააყოლოს იქ შენახული ინფორმაციიანად. ინტერნეტ–კამერას ეს პრობლემა არა აქვს, საჭიროა მხოლოდ ვიზრუნოთ იმაზე, რომ არ იყოს შესაძლებელი ინტერნეტის გათიშვა. ყველა სხვა ღირსებასთან ერთად ამ კამერას (უფრო სწორად მის ბაზაზე აწყობილ სისტემას) საგანგაშო მდგომარეობის დაფიქსირებისას შეუძლია გადაღებული სურათები ან ვიდეოფრაგმენტი გამოგიგზავნოთ მობილურ ტელეფონზე და ამით დაუყოვნებლივ გაგაგებინოთ ინციდენტის შესახებ; ასევე შესაძლებელია ინფორმაციის გაგზავნა ელექტრონული ფოსტის წინასწარ მითითებულ მისამართზე და ა. შ.


ინტერნეტ–კამერის გამოყენებისათვის საჭიროა ის მუდმივად იყოს ინტერნეტთან მიერთებული, ანუ უნდა გვქონდეს DSL, ADSL ან მსგავსი უწყვეტი ინტერნეტ–კონექთი. კამერას სჭირდება მუდმივი კვებაც. არის კამერები, რომელთაც აქვთ საკუთარი კვების წყარო, რაც უზრუნველყოფს უწყვეტ ტრანსლაციას დენის ცოტა ხნით გათიშვის შემთხვევაში. ზოგი კამერა აღჭურვილია შიდა მეხსიერებით, რაც იძლევა იმის გარანტიას, რომ ინტერნეტის ცოტა ხნით გათიშვის შემთხვევაში ამ დროის ინფორმაცია არ დაიკარგება და გადაცემული იქნება სერვერზე ინტერნეტის აღდგენისთანავე,


კამერებისა და მათთან დაკავშირებული სისტემების მთელი ამ მრავალფეროვნებიდან ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ თქვენი ამოცანებისათვის მაქსიმალურად მისადაგებული გადაწყვეტის შერჩევა, ორგანიზება და რეალიზება. ჩვენი მომსახურების ჩამონათვალი მოიცავს:


ინტერნეტის ორგანიზება (შერჩევა, შემოყვანა, გადახდა, პროვაიდერთან ურთიერთობა და ა. შ.)

კამერის შერჩევა

კამერის შეძენა

კამერის კონფიგურირება

კამერის მონტაჟი

კამერის ჩართვა ინტერნეტში

ინფორმაციის არქივირება ჩვენს სერვერზე

კლიენტის (კომპიუტერი, რომლიდანაც მოხდება ინფორმაციის ნახვა მომხმარებლის მიერ) ინსტალაცია/კონფიგურირება

GSM, Email და სხვა შეტყობინებების ორგანიზება/კონფიგურირება

სისტემის მთლიანი ან ნაწილობრივი მიმდინარე და საგარანტიო მომსახურება

კონსულტაცია


გარდა ამისა, თუ თქვენ გაინტერესებთ ამ სისტემის მოსინჯვა და გინდათ ჯერ დარწმუნდეთ თქვენს შემთხვევაში მის ეფექტურობაში, ან უბრალოდ დროებით გინდათ მისი გამოყენება და არ გიღირთ სრული ხარჯების გაწევა, ჩვენ შემოგთავაზებთ ამ სისტემით დროებით – ერთი ან რამდენიმე თვით – სარგებლობას, აპარატურის ხარჯების გადახდის გარეშე, დეპოზიტით ან მის გარეშე, განვადებით შესყიდვას ან დაქირავებას გამოსყიდვით და ა. შ. – ყოველთვის შეიძლება თქვენთვის ყველაზე მისაღები ფორმის შერჩევა.