საიტზე მუშაობს Orphus

თუ შენიშნეთ შეცდომა, მონიშნეთ იგი და დააჭირეთ Ctrl+ENTER


Система Orphus

Login Form



skype

ადმინისტრატორი

Мой статус

გაყიდვების მენეჯერები

Мой статус

Мой статус

 

Who's Online

We have 1744 guests online


Designed by:
Assistance Service &
SiteGround web hosting Joomla Templates

IT–აუთსორსინგის ფინანსური უპირატესობები PDF ბეჭდვა ელფოსტა

 

 

ორგანიზაციისათვის, რომლის ფინანსური შესაძლებლობები არ არის განუსაზღვრელი, IT–აუთსორსინგი არის მომგებიანი ვარიანტი, რომელიც იძლევა საკუთარი IT–შტატების შენახვის ხარჯების ეკონომიის საშუალებას, თან ისე, რომ ნებისმიერ დროს შესაძლებელია სწრაფად გაიზარდოს ან შემცირდეს IT–პროცესების სიმძლავრე და ორგანიზაციაში დანერგილი IT–მომსახურებების რაოდენობა და ინტენსივობა. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია, როცა ორგანიზაციას გარემოებები აიძულებენ ეკონომიის რეჟიმზე გადავიდეს ან, პირიქით, ოპერატიულად გადაწყვიტოს გარკვეული ბიზნეს–ამოცანა IT–საშუალებებით.

IT–ამოცანების საკუთარი ძალებით გადაწყვეტისა და IT–აუთსორსინგის მომსახურების ღირებულებების შედარებისას თუ გავითვალისწინებთ ყველა იმ დანახარჯებს, რაც თან სდევს საკუთარი IT–ინფრასტუქტურის შენახვას – თანამშრომლის სამუშაო პროცესის ორგანიზება და სოციალური უზრუნველყოფა, დამხმარე განყოფილებების "უხილავი" ხარჯების ჩათვლით – კადრების სამსახური (HR), ბუღალტერია, სამეურნეო სამსახურები – შეგვეძლება ობიექტური დასკვნების გაკეთება.

IT–სამსახურის თანამშრომლის შენახვის ხარჯები შედგება შემდეგი ძირითადი პუნქტებისაგან:

 

  1. ხელფასი (გადასახადების გარეშე)
  2. პრემიები
  3. საშემოსავლო გადასახადი
  4. სამეურნეო ხარჯები
  5. მასალები (სამუშაო)
  6. სამუშაო ადგილი (სათავსი და ინვენტარი)
  7. სატელეფონო და ინტერნეტის ხარჯები
  8. სამედიცინო დაზღვევა
  9. პერსონალის დაქირავების ხარჯები
  10. მივლინებები
  11. სწავლება
  12. შვებულება
  13. საპატიო გაცდენები (ავადმყოფობა და სხვ.)
  14. ზედნადები ხარჯები (მართვა, ბუღალტერია, კადრები, იურისტი, აუდიტორი, საგადასახადო კონსულტანტი და სხვ,)

 

ეს ჩამონათვალი აღებულია საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებიდან და შეძლებისდაგვარად მისადაგებულია საქართველოს რეალობისათვის. ამ სიის დათვლის შემდეგ (რომელიც ნებისმიერ ორგანიზაციას შეუძლია თავისთვის შეასრულოს) დავასკვნით, რომ სპეციალისტი ორგანიზაციას უჯდება არანაკლებ ორჯერ მეტი (საშუალოდ კოეფიციენტად მიღებულია 2,1-2,2), ვიდრე თანხა, რომელსაც ეს სპეციალისტი იღებს ხელზე.

გარდა ამისა, ჩამონათვალში არ არის შესული IT–სამსახურის ჩამოყალიბების ერთჯერადი ხარჯები და მისი პირდაპირი და ირიბი შედეგები.

IT–აუთსორსინგი იძლევა ფინანსურ ეკონომიას შემდეგი ფაქტორების ხარჯზე:

 

  • აუთსორსერის პერსონალის განაწილება რამდენიმე შემკვეთზე და შედეგად პერსონალის სრული დატვირთვა/რეალიზაცია;
  • აუთსორსერის პერსონალის მაღალი უტილიზაცია და შესაბამისად მქკ
  • IT–პროცესში დაკავებული პერსონალისა და ხარჯების შემცირება დისტანციური მომსახურების შედეგად
  • ინციდენტების გადაწყვეტის დროის შემცირება, მათი რაოდენობის შემცირება – შედეგად მოცდენების შემცირება
  • საკვანძო და რიგითი თანამშრომლების შვებულებების, ავადმყოფობის, სამსახურიდან განთავისუფლების თანმდევი მოცდენების შემცირება.

 

სწორედ ამ ფაქტორების ხარჯზე მიიღება IT–აუთსორსინგის შემთხვევაში 30%–მდე ეკონომია; მსხვილი კომპანიებისათვის (300-400 სამუშაო ადგილი შესაბამისი ინფრასტრუქტურით) ეს მაჩვენებელი 20%–ის ფარგლებშია.

ასეთია ძირითადი "წმინდა ფინანსური" არგუმენტები IT–აუთსორსინგის სასარგებლოდ, მათ გარდა კი არის "არაფინასური" ფაქტორებიც, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია აუთსორსინგის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას – მომსახურების მოქნილობა, ხარისხის ამაღლება, ძალისხმევის ძირითად ბიზნესზე კონცენტრირების შესაძლებლობა, პლუს კომპეტენტური თანამშრომლობის, სიახლეებისა ცვლილებების საქმის კურსში ყოფნისა და მათთვის მზადყოფნის შესაძლებლობები.