საიტზე მუშაობს Orphus

თუ შენიშნეთ შეცდომა, მონიშნეთ იგი და დააჭირეთ Ctrl+ENTER


Система Orphus

Login Form



skype

ადმინისტრატორი

Мой статус

გაყიდვების მენეჯერები

Мой статус

Мой статус

 

Who's Online

We have 1746 guests online


Designed by:
Assistance Service &
SiteGround web hosting Joomla Templates

როდის არის საჭირო IT–აუთსორსინგი PDF ბეჭდვა ელფოსტა

 

საერთოდ აუთსორსინგი არის ორგანიზაციის მიერ სპეციალიზებული კომპანიებისათვის საქმიანობის გარკვეული სფეროების გადაცემა; როგორც წესი, იმ სფეროების, რომლებიც არ მოიცავენ ამ ორგანიზაციის უშუალო საქმიანობას. ასეთი მიდგომა ორგანიზაციას აცილებს მისთვის არაპრიორიტეტულ მიმართულებებში მუდმივი ინვესტირების საჭიროებას, უმცირებს პირდაპირ და ირიბ დანახარჯებს, მათ შორის საგადასახადო ხარჯებს.

 

IT–აუთსორსინგი – ეს არის შემკვეთი ორგანიზაციის მიერ საინფორმაციო სისტემებთან (მათ ორგანიზებასთან, ექსპლუატაციასთან, განვითარებასთან და სხვ.) ასე თუ ისე დაკავშირებული ზოგიერთი ან ყველა საწარმოო ფუნქციების გადაცემა სპეციალიზებული კომპანიისათვის, რომელიც შეასრულებს ყველა ამ ფუნქციას, ისე, როგორც შეასრულებდა მას შემკვეთი ორგანიზაციის ფარგლებში შექმნილი IT–განყოფილება. ყველა საწარმოო IT–ფუნქციების გადაცემის შემთხვევაში ამას ეწოდება სრული IT–აუთსორსინგი.

 

საინფორმაციო ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება ორგანიზაციებს აყენებს მძლავრი IT–სტრუქტურების ჩამოყალიბების აუცილებლობის წინაშე, რაც დიდ ხარჯებსა და ძალისხმევასთანაა დაკავშირებული. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, კვალიფიცირებული სპეციალისტების შტატების უქონლობის ან ამ სტრუქტურის არასაკმარისი  სიმძლავრის გამო, ორგანიზაციისათვის შეუძლებელი იქნება ყველა სიახლეების კურსში ყოფნა და მათი დროული დანერგვა, რაც თავისთავად იწვევს გაუმართლებელ ხარჯებს. საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ორგანიზაციებისათვის უფრო ხელსაყრელია კვალიფიცირებული სპეციალისტებით დაკომპლექტებულ სპეციალიზებულ კომპანიებთან თანამშრომლობა, ვიდრე სრული (საკმარისი) სიმძლავრის IT–ინფრასტრუქტურის თავის რიგებში ჩამოყალიბება და შემდგომ მისი უზრუნველყოფა.

 

მოკლედ რომ ვთქვათ, IT–აუთსორსინგი – ეს არის ორგანიზაციის აქტივების ოპტიმიზებული განაწილება. საკმარისია გადაწყდეს ერთადერთი პრობლემა – შემკვეთ და შემსრულებელ ორგანიზაციებს შორის ნდობის დამყარება – და ყველაფერი დანარჩენი უპირობოდ ორმხრივად ხელსაყრელ ფორმებს ღებულობს.

 

აუთსორსინგით სარგებლობა ეფექტურია ორგანიზაციისათვის, რომლის წინაშე დგას შემდეგი ამოცანები:

  • IT_ინფრასტრუქტურისა და საინფორმაციო სისტემების მომსახურების ეფექტურობის გაზრდა;

  • IT–სისტემების შეფერხებების საერთო დროისა და რაოდენობის შემცირება;

  • მომხმარებელთა IT–მომსახურების ხარისხის ამაღლება;

  • IT–ინფრასტრუქტურის კომპონენტების წარმადობის და საიმედობის ზრდა;

  • IT–სამსახურების ოპერატიული გაფართოება კვალიფიცირებული რესურსებით;

  • განაწილებული (distributed, распределенный) მულტისერვისული სისტემების ექსპლუატაციის ეფექტურობის გაზრდა;

  • კომპლექსური და ტერიტორიულად გაფანტული IT–ინფრასტრუქტურის შექმნა და/ან მისი ექსპლუატაციის ეფექტურობის გაზრდა;

  • IT–რესურსების ექსპლუატირების პროცესების მართვის ოპტიმიზაცია.