საიტზე მუშაობს Orphus

თუ შენიშნეთ შეცდომა, მონიშნეთ იგი და დააჭირეთ Ctrl+ENTER


Система Orphus

Login Form



skype

ადმინისტრატორი

Мой статус

გაყიდვების მენეჯერები

Мой статус

Мой статус

 

Who's Online

We have 1741 guests online


Designed by:
Assistance Service &
SiteGround web hosting Joomla Templates

რას გვაძლევს IT–აუთსორსინგი PDF ბეჭდვა ელფოსტა

უპირატესობები, რომელსაც IT–აუთსორსინგი იძლევა, სრულიად "ხელშესახები" და შეფასებადია. გარდა უამრავი წვრილმანი პრობლემებისა, რომლებიც აცილებული იქნება IT–აუთსორსინგის შემთხვევაში და რომელთა ჩამოთვლა მხოლოდ გადატვირთავს მკითხველს, არის რამდენიმე არსებითი მომენტი:

  • შემკვეთი ორგანიზაციის რესურსების იმ ამოცანებზე კონცენტრირება, რომლებიც ძირითადია ამ ორგანიზაციისათვის და რომელთაც უშუალოდ მოაქვთ შემოსავალი;
  • ორგანიზაციის შტატების მისი ბიზნესისათვის არაპროფილური სპეციალისტების შტატის შემცირება;
  • შემკვეთი ორგანიზაციის არაპირდაპირი ხარჯების შემცირება;
  • არ არის საჭირო IT–სპეციალისტების ავადმყოფობის, შვებულების და სხვა შემთხვევებში მათი დუბლირება;
  • არ არის საჭირო IT–შტატების იძულებითი "გაბერვა" პიკური დატვირთვების გამკლავებისათვის;
  • არ არის საჭირო  სპეციალისტების სწავლება;
  • მცირდება გადასახადები;
  • პიკურ და ახალი ბიზნეს–პროცესების დანერგვის შემთხვევებში ორგანიზაცია ოპერატიულად ღებულობს დამატებით სიმძლავრეებს ახალი დანაყოფების შექმნის (და შემდგომი გაუქმების) და სტრუქტურული ცვლილებების გარეშე;
  • იხსნება შიდასაორგანიზაციო შეღავათებისა და სხვა სამოტივაციო ღონისძიებების საჭიროება;
  • გარანტირებული კვალიფიციური გადაწყვეტა როგორც მიმდინარე, ასევე არასტანდარტული IT–ამოცანებისა;
  • IT–მომსახურების მაღალი ხარისხი და საიმედობა;
  • IT–უსაფრთხოების გარანტირებული მისაღები დონე;
  • კომპეტენტური მხარდაჭერა საინფორმაციო სისტემებისა და ბიზნეს–პროცესების მართვა–განვითარებაში;
  • მომხმარებელთა სრულყოფილი მხარდაჭერა როგორც ყოველდღიურ საქმიანობაში, ასევე ახალი უცნობი სისტემების დანერგვისას;
  • სპეციალიზებული კადრები სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობისათვის;
  • ახალი ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა და ათვისებადობა სპეციალიზებული კომპანიის მხარდაჭერით.

ყოველივე ამის შედეგად შემკვეთი ორგანიზაცია ღებულობს:

  • საინფორმაციო სისტემების მოცდენის დროის შემცირებას;
  • შეფერხებების შემცირებას;
  • ბიზნესის საჭიროებისათვის IT–სამსახურების გამოყენების ეფექტურობის ამაღლებას;
  • ბიზნეს–პროცესების IT–მხარდაჭერისათვის ეფექტური, გამოცდილი ინოვაცური გადაწყვეტების გამოყენებას;
  • IT–მომსახურებით მომხმარებელთა დაკმაყოფილების ხარისხის ამაღლებას;
  • IT–ინფრასტრუქტურის შენახვის ხარჯების შემცირებას;
  • ფინანსური ინსტიტუტებისათვის ორგანიზაციის საინვესტიციო მიმზიდველობის ამაღლებას;
  • IT–ხარჯების გამჭვირვალობას, კონტროლირებადობას და პროგნოზირებადობას;
  • დამატებითი კომპეტენციისა და სიმძლავრეების ოპერატიულად მოზიდვის შესაძლებლობას;