საიტზე მუშაობს Orphus

თუ შენიშნეთ შეცდომა, მონიშნეთ იგი და დააჭირეთ Ctrl+ENTER


Система Orphus

Login Form



skype

ადმინისტრატორი

Мой статус

გაყიდვების მენეჯერები

Мой статус

Мой статус

 

Who's Online

We have 2344 guests online


Designed by:
Assistance Service &
SiteGround web hosting Joomla Templates

ტექნოლოგიური სერვისი PDF ბეჭდვა ელფოსტა


ნებისმიერი საწარმოო პროცესი – თავისთავად ტექნოლოგიაა. საბავშვო ბაღის აღსაზრდელებთან მუშაობა იქნება ეს თუ ნარგავების მორწყვის სიტემის აგება – როგორც კი პროცესი საწარმოო ფუნქციებსა და მასშტაბებს შეიძენს, უკვე ტექნოლოგიის ჯერი დგება; წარმოებაში კი ტექნოლოგია საერთოდ უპირველესი და უმნიშვნელოვანესია. ზოგადი შეფასებით, ყველა იმ რეზერვების 60–70%, რაც საერთოდ გააჩნია ორგანიზაციას, საწარმოო ტექნოლოგიებშია.


საწარმოო ტექნოლოგიაში გაუმართაობა ერთ კვანძზე ხშირად შეიძლება ისე აისახოს და ისეთი სხვა კვანძის მუშაობაზე აისახოს, სრულიად არალოგიკური გვეჩვენოს ერთი შეხედვით. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს მთელი ტექნოლოგიური პროცესის ერთ სრულ სისტემად გააზრებას, და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ამ სისტემის მთლიან საწარმოო სისტემასთან ურთიერთქმედების ნათლად წარმოდგენას.

 

თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ თქვენს საწარმოში არსებობს რეზერვები, რომელთა ამოქმედების დრო დადგა; თუ თქვენ ატყობთ, რომ არის კიდევ რაღაცა, რისი შეცვლაც გაზრდის თქვენს კონკურენტუნარიანობას ბაზარზე; თუ თქვენ გრძნობთ, რომ თქვენი საწარმოო სიმძლავრეები არ არის საკმარისი ცვლილებების განსახორციელებლად, მაგრამ ერთჯერადი პროცესისათვის ამ ძალების ადგილზე ორგანიზება არ მიგაჩნიათ მიზანშეწონილად – მაშინ თქვენ გჭირდებათ თანამშრომლობა კომპეტენტურ დამოუკიდებელ ჯგუფთან, რომელთან ერთადაც თქვენ შეძლებთ თქვენი პრობლემების გადაწყვეტას მაქსიმალური ეფექტურობით და მინიმალური დროითი, ადამიანური და ფულადი რესურსებით.

 

 

ინდივიდუალური საწარმო Assistance Service გთავაზობთ სწორედ ასეთ მომსახურებას; ჩვენ შეგვიძლია შევისწავლოთ თქვენი საწარმოო პროცესები და წარმოგიდგინოთ განსახორციელებელი ღონისძიებების ნუსხა დასაბუთებითა და კონკრეტული გრაფიკით.

 

ამ მომსახურების მიღებით თქვენ გადაწყვეტთ ყველა თქვენს ამოცანას რადიკალურად და ეფექტიანად, და ისარგებლებთ ყველა იმ დადებითი ფაქტორით, რაც ჩვენს წინა სტატიაშია აღწერილი ტექნიკური მომსახურების მიღებასთან დაკავშირებით.


მეტნაკლებად კონკრეტული ჩამონათვალი მომსახურებებისა, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ, შეგიძლიათ იხილოთ აქ.