საიტზე მუშაობს Orphus

თუ შენიშნეთ შეცდომა, მონიშნეთ იგი და დააჭირეთ Ctrl+ENTER


Система Orphus

Login Form



skype

ადმინისტრატორი

Мой статус

გაყიდვების მენეჯერები

Мой статус

Мой статус

 

Who's Online

We have 2357 guests online


Designed by:
Assistance Service &
SiteGround web hosting Joomla Templates

ელექტრული და ელექტრონული დანადგარების მომსახურება PDF ბეჭდვა ელფოსტა

ელექტრული და ელექტრონული დანადგარების მომსახურება



 

ნებისმიერ ელექტროდანადგარს, დაწყებული პაწია ელექტროგენერატორით და დამთავრებული გიგანტური საწარმოო ხაზებითა და მოდულებით, სჭირდება მომსახურება – პერიოდული და სისტემატური, გეგმიური და საავარიო, კვალიფიციური და არც ისე.


იმისათვის, რომ დანადგარები შეუფერხებლად მუშაობდნენ, ნებისმიერი საწარმო დგება მუდმივი დილემის წინაშე: ან დაიქირავოს მაღალკვალიფიციური პერსონალი, ან კიდევ ამუშაოს დანადგარი "ბედის ანაბარა" და მისი მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში ავარიული წესით ეძებოს სპეციალისტი, რომელიც აღადგენს დანადგარის შრომისუნარიანობას.


ორივე ვარიანტს თავისი ნაკლი აქვს:


პირველ შემთხვევაში საწარმო ქირაობს სპეციალისტებს, რომელსაც უნდა გადაუხადოს მაღალი ხელფასი – დაბალ ხელფასზე კარგი სპეციალისტი არ იმუშავებს. და იმის გამო, რომ დანადგარი მუდმივად კი არ ფუჭდება, არამედ ხანდახან, ეს სპეციალისტი უმეტესწილად უმოქმედოდ უნდა იყოს; მითუმეტეს, თუ პერსონალი მართლაც კვალიფიციურია – როგორც წესი, ასეთი ხალხი ყოველთვის ახერხებს "შეუმჩნეველი" მუშაობით დანადგარი მუდმივ მზადყოფნაში ჰქონდეს და მართლაც იქმნება შთაბეჭდილება, რომ ისინი არაფერს არ აკეთებენ, ამ შთაბეჭდილების მცდარობა კი სპეციალისტის სამსახურიდან წასვლისთანავე გამოჩნდება ხოლმე. მოკლედ, ასეთი სპეციალისტი – ეს არის დაუტვირთავი სიმძლავრე, ანუ რაც იგივეა – აუნაზღაურებელი ხარჯები.


მეორე შემთხვევაშიც ყველაფერი თვალსაჩინოა: გაჩერებული დანადგარი – ეს დაკარგული ფულია; რაც მეტია გაჩერების დრო, მით მეტია დანაკარგიც. მოწვეულ სპეციალისტს შეიძლება გაურკვეველი დრო დასჭირდეს უცნობ დანადგარში გასარკვევად. არ არის გამორიცხული მდგომარეობის დამძიმება შეცდომით, რაც ასეთ პირობებში ბუნებრივი თუ არა, მოსალოდნელი მაინც არის. ყველაფერ ამასთან ერთად, ამ ვარიანტში იკარგება დანადგარის მწყობრიდან გამოსვლის პრევენციის საშუალება, რაც ბევრად ზრდის დანადგარის უქმად დგომის საერთო დროს და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი საწარმოს ხშირად უფრო ძვირიც უჯდება, ვიდრე პირველი ვარიანტი.



ამ დილემის გადაწყვეტას გთავაზობთ სწორედ Assistance Service.


ჩვენ შეგვიძლია ჩვენს თავზე ავიღოთ თქვენი დანადგარების მომსახურება. ჩვენ გვაქვს გამოცდილება პრაქტიკულად ნებისმიერ დანადგართან მუშაობისა – მექანიკური ტუმბოებით დაწყებული და კომპიუტერით მართვადი დახურული მოდულებით დამთავრებული. რაც მთავარია – კვალიფიცირებული სპეციალისტისათვის ნებისმიერი დანადგარი უბრალოდ შესწავლის საგანია, მისი მომსახურება კი – ტექნიკის საკითხი, ასე, რომ თუნდაც თქვენ სრულიად ეგზოტიკური რაიმე მოწყობილობა გქონდეთ, ჩვენთვის ის ჩვეულებრივი დანადგარია, ისეთივე, როგორიც სხვები, და მისი შესწავლა დროის საქმეა, და არა რაიმე სირთულე. შესწავლა კი მაშინ შეიძლება მოხდეს, როცა დანადგარი ჯერ კიდევ მუშაობს, თან მის საქმიანობაში ჩარევის გარეშე, და შესაბამისად დაზიანების შემთხვევაში აღდგენის დრო მინიმალური იქნება.


ჩვენი მომსახურების მიღებით თქვენ ერთის მხრივ ღებულობთ კვალიფიციურ თანამშრომელს, თანაც არა ერთს – საჭიროების შემთხვევაში პრობლებურ უბანზე შეიძლება მთელი ჩვენი პოტენციალის კონცენტრირება, თუნდაც მთელი ბრიგადის სახით. მეორე მხრივ, ეს თანამშრომელი და მისი საქმიანობა თქვენ დაგიჯდებათ გაცილებით იაფი, რადგან მას არ უნდა მუდმივი ხელფასი. მომსახურების ფარგლებში მოხდება, რა თქმა უნდა, დანადგარის მიმდინარე მომსახურებაც და ნებისმიერი დაზიანების პრევენციაც, თუკი ეს საერთოდ შესაძლებელია.


გარდა ამისა, ჩვენ შეგვიძლია მოვამზადოთ თქვენი პერსონალი (ტექნიკოსები, ოპერატორები) ისე, რომ მათ შესძლონ დანადგარების ყოველდღიური მომსახურება – ამას არ დასჭირდება მაღალი კვალიფიკაციის კადრების მოზიდვა, და ჩვენი ჩარევა მხოლოდ სერიოზული ავარიის შემთხვევაში გახდება საჭირო; ეს კი დაზოგავს ჩვენს დროსა და თქვენს სახსრებს.


პერსონალის მომზადების პუნქტი – ერთ–ერთი ძვირადღირებულია ახალი დანადგარის გაშვებისას, როცა ამას კომპანია–მომწოდებელი (როგორც წესი უცხოური) ახორციელებს. ადგილობრივი პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება მნიშვნელოვნად შეამცირებს ხარჯებს ამ და სხვა პუნქტებში, მაგალითად დანადგარის აწყობა–გაშვებისას.


მოკლედ, ეს ორი ზემოთმოყვანილი ვარიანტის ისეთი გაერთიანებაა, როცა ყველა იგებს და არავინ არ აგებს – ასეთი რამეც ხდება ბიზნესში, რომელიც თანამშრომლობაზეა აგებული.


მეტნაკლებად კონკრეტული ჩამონათვალი მომსახურებებისა, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ, შეგიძლიათ იხილოთ აქ.