საიტზე მუშაობს Orphus

თუ შენიშნეთ შეცდომა, მონიშნეთ იგი და დააჭირეთ Ctrl+ENTER


Система Orphus

Login Form



skype

ადმინისტრატორი

Мой статус

გაყიდვების მენეჯერები

Мой статус

Мой статус

 

Who's Online

We have 1847 guests online


Designed by:
Assistance Service &
SiteGround web hosting Joomla Templates

ბინების უსაფრთხოების სისტემა და პლასტიკური ბარათები PDF ბეჭდვა ელფოსტა
New Page 1

ელექტრონული უსაფრთხოებისა და შიდა კავშირის სისტემა საცხოვრებელ კორპუსში

პლასტიკური ბარათების გამოყენებით


მოსახლეობის უსაფრთხოების ამაღლების და სხვადასხვა კრიმინალური შემთხვევების თავიდან აცილების ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა სადარბაზო კარების დაყენება და მათი აღჭურვა საცხოვრებელ ბინებთან კავშირისა და ელექტრონული უსაფრთხოების სისტემით.

არსებობს ამგვარი სისტემის რეალიზების სხვადასხვა ვარიანტები, იაფი და არც ისე, მაგრამ არსებობს აგრეთვე პარამეტრების გარკვეული ნაკრები, რომელთაც ყველას თუ არ დავაკმაყოფილებთ, მივიღებთ არასრულ, ნაკლულ სისტემას, რომელიც მთელი თავისი მრავალფუნქციონალურობის მიუხედავად შეიძლება სრულიად უსარგებლო აღმოჩნდეს თავისი მთავარი დანიშნულების - უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და საიმედობის მოთხოვნების შესრულების თვალსაზრისით.

წარმოდგენილ სისტემაში გათვალისწინებული და დაკმაყოფილებულია ყველა ეს ძირითადი მოთხოვნები, რის შედეგადაც ვღებულობთ სრულყოფილ, ხარვეზებისაგან თავისუფალ სისტემას, რომელიც შეიძლება განვიხილოთ როგორც საბაზო, და მის ბაზაზე უკვე შეიძლება მოთხოვნილებისა და შესაძლებლობების კვალობაზე აგებული იქნას საბოლოო სისტემა სასურველი პარამეტრებით.

სისტემის მონაცემები დაახლოებით ასეთი იქნება:

  • სადარბაზოში დაყენდება რკინის ან ხის მასიური კარები.
  • კარებს ექნება მეორადი დანიშნულების მქონე ტრადიციული გასაღები. ძირითადი იქნება ელექტრონული ჩამკეტი.
  • ელექტრონული ჩამკეტის გაღება მოხდება ელექტრონული პლასტიკური ბარათის საშუალებით. ნებისმიერი ბარათი, რომლის გამოყენება გადაწყვეტილი იქნება მფლობელის მიერ, წინასწარ გაცნობილი უნდა იყოს სისტემისათვის. ამისათვის ერთ-ერთ მცხოვრებთან (სისტემის ადმინისტრატორთან) დაყენდება შესაბამისი მოწყობილობა.
  • სისტემა აღჭურვილი იქნება ინტელექტუალური პროგრამირებადი ინტერფეისით. მაგალითად, შეიძლება მისი ისე დაყენება, რომ დღის საათებში კარის მიხურვის შემთხვევაში მისი გაღება შეიძლებოდეს ჩვეულებრივ - სახელურით, ხოლო საღამოს განსაზღვრული დროის შემდეგ - უკვე მხოლოდ ბარათით, დილის რომელიმე საათამდე.
  • სისტემაში შეიძლება მოხდეს სადარბაზო კარის საცხოვრებელ ბინებთან ხმოვანი (და ვიზუალურიც, მცხოვრების სურვილისამებრ) კავშირის ინტეგრირება, რათა სტუმარს (ან მას, ვისაც ბარათი დარჩა ან დაეკარგა) შეეძლოს სასურველ ბინასთან დაკავშირება. ბინებიდანვე შესაძლებელი იქნება კარის გაღება.
  • ვიზუალური კავშირისათვის შეიძლება კარში (და ასევე სადარბაზოს გარკვეულ ადგილებში) მინიატურული კამერების, ხოლო მსურველებთან - პატარა მონიტორების ჩაყენება.
  • სისტემა შეასრულებს ერთგვარი "მინი-ატს-ის" ფუნქციასაც კორპუსის მცხოვრებთათვის, რადგანაც მისი საშუალებით შესაძლებელი იქნება აუდიო- და ვიდეოკავშირის განხორციელება ბინებს შორის.
  • კამერა (კამერები) ასევე დაკავშირებული იქნება კომპიუტერულ ქსელთან (თუ ის უკვე ფუნქციონირებს კორპუსში), სადაც გარკვეულ კომპიუტერებში მოხდება ვიდეოინფორმაციის ჩაწერა წინასწარ განსაზღვრული პარამეტრებით (ვთქვათ, წამში ერთი კადრი, ან ორწამიანი ფრაგმენტი ყოველ ორ წუთში, სადარბაზოს კარებთან ან მის შიგნით ნებისმიერი აქტიურობის დაფიქსირებისას და ა. შ).
  • კამერის საშუალებით სისტემა დაიცავს არა მარტო კორპუსს, არამედ თავის თავსაც, რადგან კამერის მეთვალყურეობის ქვეშ სისტემის დაზიანება გაცილებით ნაკლებ მაცდუნებელი იქნება ამ საქმის "მოყვარული" ვანდალებისათვის.
  • მცხოვრების სურვილისამებრ, სისტემაში შესაძლებელი იქნება ბინების უსაფრთხოების სისტემების ინტეგრირება - კარის გაღების სანქციონირება მცხოვრების იგივე ელექტრონული ბარათით. ამისათვის მის ბინაშიც დადგება ბარათის წამკითხველი. ეს არ იქნება (თუმცა ესეც შესაძლებელია) ბინის კარის გაღება ბარათით ან განგაშის ატეხვა- უბრალოდ, ბინაში შესვლის შემდეგ (თუ გამოსვლისას შესაბამისი პროცედურა იქნა შესრულებული - მაგალითად სადმე ღილაკის დაჭერა ან იშვიათად გამოყენებადი საკეტით კარის ჩაკეტვა) ბარათის გამოუყენებლობას და დროს სისტემა დააფიქსირებს და დაიმახსოვრებს.
  • სისტემა გამორიცხავს ღამის საათებში საეჭვო პირების მოხვედრას სადარბაზოში, რაც არაფრით არ არის უზრუნველყოფილი მექანიკური კოდიანი საკეტის შემთხვევაში (მისი კოდი საკმაოდ მალე ხდება ცნობილი ფრიად ფართო წრისათვის, შეგნებულად მისი გაცემა კი სრულიად უპრობლემოდ და ანონიმურად ხდება), ხოლო თუ ასეთი რამ მაინც მოხდა და მას რაიმე არასასურველი შედეგი მოჰყვა, შესაძლებელი იქნება კარის გამღების (როგორც ბარათით, ასევე ბინიდან) იდენტიფიცირება, რაც ახდენს მცხოვრების პასუხისმგებლობის არაორაზროვან აქცენტირებას.
  • ასევე ადვილად შესაძლებელი იქნება სისტემის მიერთება სახელმწიფო ან კერძო დაცვის სისტემებთან, GSM-მოდულთან, მოკლე ტექსტური შეტყობინების ან ელფოსტის გაგზავნის პროგრამულ უზრუნველყოფასთან და ა. შ, რის შედეგადაც შესაბამის სამსახურებს შეეძლებათ რეაგირება ნებისმიერ არასაშტატო სიტუაციაზე, გარდა ამისა ნებისმიერ მცხოვრებს ნებისმიერ ადგილზე შეეძლება მისი ბინის გაღების შესახებ ინფორმაციის მიღება მოკლე შეტყობინების ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით. შესაძლებელი იქნება ბინიდან კადრების და ხმოვანი ჩანაწერების მიღებაც.
  • სისტემაში შესაძლებელი იქნება გარაჟების უსაფრთხოების სისტემების ინტეგრირებაც სადენიანი ან უსადენო კავშირებით.
  • სისტემას, გარკვეული დამატებითი საშუალებების გამოყენების შემდეგ, გარკვეულწილად შეიძლება დაეკისროს ტერიტორიისა და პერიმეტრის მეთვალყურეობის ფუნქციაც.
  • ამ სისტემის საშუალებით წყდება კიდევ ერთი "მუდმივი" პრობლემა - სარდაფების დაცვა (სხვათა შორის სახურავებისაც, რაც ასევე აქტუალურია).
  • სისტემა აღჭურვილი იქნება უწყვეტი კვების წყაროთი, რათა ელექტროენერგიის გამორთვის შემთხვევაში არ მოხდეს მისი ფუნქციონირების დაკარგვა ან სულაც მწყობრიდან გამოსვლა.
  • სისტემის კონსტრუქცია უზრუნველყოფს მისი შეგნებულად დაზიანების (მაგალითად, კვების გათიშვა და სხვ.) ნებისმიერი მცდელობა დაფიქსირდეს დამზიანებლისათვის მიუწვდომელ ადგილზე და ამასთან ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს შესაბამის, წინასწარ მითითებულ საკონტაქტო პირს.

ელექტრონულ ბარათებად შეიძლება გამოყენებულ იქნას საბანკო თუ სატელეფონო ბარათები, ასევე ნებისმიერი სხვა ბარათი, (თუნდაც გაუქმებულები).

ელექტრონული ბარათის გამოყენებას რამდენიმე უპირატესობა აქვს:

ტრადიციული გასაღების გამოყენებისას, გარდა მის დუბლირებასთან დაკავშირებული სიძნელეებისა (რაც ძირითადად გამოიხატება იმაში, რომ საჭიროებისას არასდროს არ აღმოჩნდება ზედმეტი დუბლიკატი, მისი დამზადება კი მოითხოვს დროს და ხარჯებსაც, რამდენადაც ასეთი გასაღები, თავისი დანიშნულების გამო, მაღალი უსაფრთხოებისა და, შესაბამისად, ძნელად დასამზადებელი უნდა იყოს, ასე, რომ გასაღების დამზადების მოხერხებულობა და მისი საიმედობა პირდაპირ კონფლიქტურია ერთმანეთთან, ბარათი კი იაფია, ხშირად საერთოდ უფასოა (თუ მომავალ მფლობელს უკვე აქვს რაიმე ბარათი), სისტემისთვის მისი გაცნობა ხდება სწრაფად და კორპუსის ფარგლებში, მისი საიმედობა კი დაცულია ისეთი დამამზადებლების მიერ და ისეთი ტექნოლოგიებით, რომელთაგანაც ძალიან შორს დგანან ტრადიციული საკეტები, განსაკუთრებით ჩვენს ბაზარზე ხელმისაწვდომი), არის კიდევ ერთი რამ - გასაღების დაკარგვის საშიშროება. არადა, ნებისმიერი ერთი ეგზემპლარის დაკარგვის შემთხვევაში ეჭვქვეშ დგება მთელი სისტემის უსაფრთხოება და საერთოდ თავისი ფუნქციის შესრულების შესაძლებლობა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გასაღების დაკარგვის გარეშეც ვერასოდეს ვერ ვიქნებით დარწმუნებული იმაში, რომ გასაღები უკვე არ არის დუბლირებული ვინმეს მიერ რაიმე (ჩვენთვის ყველა შემთხვევაში არასახარბიელო) მოსაზრებით.

ბარათის დაკარგვის შემთხვევაში კი მფლობელი უბრალოდ აცნობებს ამას ადმინისტრატორს, რომელიც გააუქმებს დაკარგულ ბარათს. ამიტომაც არ არის საშიში ბარათების ნდობა არასრულწლოვანებისათვის, მდგმურებისა და სხვა "რისკის ჯგუფების" წევრებისათვის. ბარათის მიღების საშუალება ექნებათ როგორც მუდმივ მცხოვრებთ, ან ხშირად მომსვლელ პირებს (სულაც შესაბამისი ორგანიზაციების პასუხისმგებლობით, მაგალითად, ინკასატორებს), ასევე სტუმრებს, რამდენადაც ბარათი შეიძლება სისტემაში დარეგისტრირდეს სწრაფად და გარკვეული ვადით, რომლის გასვლის შემდეგ სისტემა ავტომატურად შეუწყვეტს ამ ბარათს უფლებამოსილებას, რაც ათავისუფლებს გასაღების გამცემს მისი მუდმივი კონტროლისაგან.

რაც შეეხება მექანიკურ კოდიან საკეტებს, მათი მთავარი ნაკლი ზემოთაც იყო აღნიშნული. უკვე ყვებიან ანეკდოტებს იმის შესახებ, თუ როგორ უყვირიან ფანჯრიდან კოდს ოჯახის გულმავიწყ წევრს (მათ შორის ასეთსაც: "ერთდროულად უნდა დააჭირო, ან 34, ან 43":). გარდა ამისა, მათი დიდი ნაკლია წინასწარგანზრახვით მათი უპრობლემოდ დაზიანების შესაძლებლობა, რასაც უბნის ბიჭუნები უკვე უზიარებენ ერთმანეთს. ამ შემთხვევაში კი დაცვის სისტემამ შეიძლება თვითონვე შექმნას პრობლემები, სიტუაციისამებრ კი საკმაოდ სერიოზულიც.

მიუხედავად ფართო შესაძლებლობებისა, შემოთავაზებული სისტემა არ მოითხოვს რაიმე ძვირადღირებულ დანადგარებსა თუ მაკომპლექტებლებს, განსაკუთრებით ჩვენს დროში ამგვარი ტექნიკის სიიაფის კვალობაზე.

სისტემის მომსახურება მოხდება კორპუსის ერთ-ერთი მცხოვრების მიერ. თუ კორპუსში ამგვარი მოხალისე არ აღმოჩნდა, შეიძლება რამდენიმე კორპუსის გაერთიანება, ან სულაც ერთიანი მომსახურების ცენტრების შექმნა შესაბამისი ინფრასტრუქტურით, უკვე არსებული სახელმწიფო ან კერძო სამსახურების ფარგლებში ან მათგან დამოუკიდებლად. ამისათვის სისტემაში კომპიუტერის ნაცვლად შეიძლება სპეციალიზებული GSM-მოდულის ან უმავთულო კავშირის რომელიმე მოწყობილების ჩართვა, რომელიც კორპუსს ერთიან ქსელთან დააკავშირებს. შესაძლებელია ერთ-ერთი მცხოვრების ან დამოუკიდებელი საქალაქო სატელეფონო ნომრით სარგებლობაც სპეციალური მოდულის საშუალებით. საჭიროების შემთხვევაში კი შეიძლება სისტემის საერთოდ არამომსახურებადი ვარიანტის შემუშავებაც.

ამ სისტემის დანერგვა გააადვილებს ზემოთ აღნიშნულ შესაძლებლობის რეალიზაციასაც - ბინის კარის გაღებას ელექტრონული ბარათით, ყველა აქედან გამომდინარე დამატებითი საშუალებებითა და შესაძლებლობებით. დამატებითი დადებითი მომენტი იქნება პლასტიკური ბარათების გავრცელება მოსახლეობაში. ბარათები შეიძლება აგრეთვე გამოყენებულ იქნას, როგორც შესანიშნავი სარეკლამო საშუალება.

სისტემის რეალიზაციის ღირებულება წინასწარი გათვლებით 54-ბინიანი 9-სართულიანი ორსადარბაზოიანი კორპუსისათვის იქნება 130-დან 250 ლარამდე ერთ ბინაზე (მინიმალური კონფიგურაციაც კი თითქმის მთლიანად აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, მაქსიმალური კი შეიცავს ბინებს შორისა და ბინებსა და კარს შორის ვიდეოკავშირისა და სხვა დამატებით საშუალებებს.

სისტემის მომსახურება თვეში ერთ ბინაზე იქნება 5-10 ლარის ფარგლებში.

 

შენიშვნა: ეს სტატია დაიწერა 2003 წელს, როცა პლასიკური ბარათების ბაზაზე აგებული სისტემები ყველაზე მისაღები და პრაქტიკული იყო ყველაზე პროგრესულებს შორის. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, კერძოდ, ჩვენს ყოფაცხოვრებაში შემოვიდა ბიომეტრული, მათ შორის დაქტილოსკოპური (Fingerprint) მოწყობილობები. ახლა ამ მოწყობილობების საშუალებით შეიძლება აეწყოს სისტემა, რომელიც იმუშავებს საერთოდ ყოველგვარი მატერიალური იდენტიფიკატორის გარეშე – პიროვნების იდენტიფიკაცია მოხდება მისი თითის ანაბეჭდების მიხედვით, ანუ დავადებთ საკეტს თითს და გაიღება კარი.


ჩვენს საიტზე თქვენ ნახავთ დაწვრილებით ინფორმაციას იმის შესახებ, სად და როგორ შეიძლება ასეთი სისტემების გამოყენება.