საიტზე მუშაობს Orphus

თუ შენიშნეთ შეცდომა, მონიშნეთ იგი და დააჭირეთ Ctrl+ENTER


Система Orphus

Login Form



skype

ადმინისტრატორი

Мой статус

გაყიდვების მენეჯერები

Мой статус

Мой статус

 

Who's Online

We have 1733 guests online


Designed by:
Assistance Service &
SiteGround web hosting Joomla Templates

დაქტილოსკოპური საკეტები ბინებში PDF ბეჭდვა ელფოსტა

ბინების უსაფრთხოების სისტემა და

საკეტები დაქტილოსკოპური (fingerprint) სენსორებით


 

თუ თქვენ წაიკითხეთ ჩვენი წინა სტატია, მიაქცევდით ყურადღებას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დამზადებული მოწყობილობების ერთ კარგ თვისებას – ეს მოწყობილობები იძლევა საშუალებას ადვილად გადასცენ ერთმანეთს მათ მიერ მიღებული, დაგროვებული და დამუშავებული ინფორმაცია. ამის წყალობით შესაძლებელია სხვადასხვა ფუნქციონალობის და კონსტრუქციის მოწყობილობები გაერთიანდეს ერთიან საინფორმაციო სისტემაში, მოხდეს ერთი მოწყობილობის სხვა, განსხვავებული პრინციპით მომუშავე მოწყობილობით შეცვლა და ასე შემდეგ.

saketi-Left-2

 

ეს სტატია დაწერილია 2003 წელს. მას შემდეგ ტექნოლოგიების განვითარებამ შესაძლებელი გახადა საიმედო და ხელმისაწვდომი ბიომეტრული სენსორების შექმნა, რომლებიც კონკრეტული ადამიანის იდენტიფიკაციას მისი ფიზიკური ნიშნების მიხედვით ახდენენ. ყველაზე მეტად გავრცელდა დაქტილოსკოპური სენსორები, რომლებიც ცნობენ ადამიანის თითის ანაბეჭდს, რომელიც, როგორც ცნობილია, უნიკალურია; არის სისტემები, რომლებიც ახდნენ იდენტიფიკაციას პიროვნების სახის (ფეის–კონტროლი), აგრეთვე ინფრაწითელი გამოსხივების, სხეულის დამახასიათებელი ვიბრაციის, თვალის ფერადი გარსის (ირიდოსკოპული სენსორები), ხმის, სუნის და სხვა პარამეტრების მიხედვით, თუმცა ეს უკანასკნელები ჯერ კიდევ ეგზოტიკის სფეროს განეკუთვნება, რასაც ვერ ვიტყვით დაქტილოსკოპურ სენსორებზე, რომელთა სერიულმა წარმოებამ საკეტი მოწყობილობების მწარმოებლებს საშუალება მისცა შეექმნათ საიმედო და ხელმისაწვდომი საკეტები, რომლებიც "ცნობენ" თითის ანაბეჭდებს და კარს გაუღებენ მხოლოდ მათ, ვისი თითის ანაბეჭდი მათთვის ნაცნობია. ამისათვის საკეტები აღჭურვილია დაქტილოსკოპური სენსორით, რომელზე თითის მიდებისას საკეტის ელექტრონიკა ახდენს პიროვნების იდენტიფიკაციას მისი თითის ანაბეჭდის მიხედვით.

 

როგორც მწარმოებლები ირწმუნებიან, ალბათობა იმისა, რომ საკეტი "ნაცნობ თითს" ჩათვლის უცნობად, არ აღემატება 1%–ს , ხოლო იმისა, რომ უცნობს ჩათვლის ნაცნობად, ნაკლებია 0,0001%–ზე. ეს ნიშნავს, რომ 100–დან 1 შემთხვევაში შეიძლება ხელმეორედ მოგვიწიოს თითის მიდება საკეტზე (უნდა ითქვას, რომ პრაქტიკაში არც ყოველ 100 და არც ყოველ 500 გაღებიდან არ დაფიქსირებულა საშუალოდ ერთი შეცდომა), ხოლო იმისათვის, რომ უცხომ გააღოს კარი საკეტის შეცდომის შედეგად, მოუწევს საშუალოდ 1 000 000 მცდელობა, რაც ყველანაირი რეალობის ჩარჩოებს სცილდება – ასეთ შანსზე არცერთი ბოროტგანმზრახველი არ დადებს ფსონს.

saketi-Left-1

 

ასეთი საკეტების გამოყენება შეიძლება როგორც ზემოთაღწერილ სისტემაში, ასევე ინდივიდუალურადაც. საკეტები, გარდა დაქტილოსკოპური სენსორისა, შეიძლება აღჭურვილი იყოს ციფრული კლავიატურით, რომელზე შესაბამისი კოდის აკრეფისას საკეტი ასევე გაგიღებთ კარს (წარმოიდგინეთ, რომ სახლში წასვლა რაიმე მიზეზით არ შეგიძლიათ და უნდა გაგზავნოთ ვინმე რამის წამოსაღებად, ან მეზობელს წყლის დაკეტვა სთხოვოთ – ასეთი შემთხვევებისთვის საკეტს წინასწარ ამახსოვრებინებთ მხოლოდ თქვენთვის ცნობილ კოდს, ერთს ან რამდენიმეს, რომელსაც აცნობებთ იმ სანდო პირს. ამის შემდეგ ეს კოდი შეგიძლიათ შეცვალოთ კიდეც). საკეტი შეიძლება უერთდებოდეს ინტერნეტს ან GSM მოდულს და მაშინ კარის ნებისმიერი გაღების ან ამის მცდელობისას თქვენ ელფოსტით ან მობილურ ტელეფონზე მიიღებთ შეტყობინებას ამის შესახებ.

saketi-4

 

არის მოწყობილობები, აღჭურვილი ვიდეოკამერითა და სპეციალური პროგრამით – ე. წ. Face Control - ასეთ მოწყობილობასთან შეერთებული საკეტი უბრალოდ "სახეზე ცნობს" მომსვლელს, და უშეცდომოდ "არჩევს შინაურს და გარეულს". ყველა სხვა სიკეთესთან ერთად ასეთ საკეტს თქვენს კარებში არასანქცირებული შეღწევის მცდელობისას შეუძლია ბოროტგანმზრახველის სურათი ან სულაც "ვიდეოფილმი" გამოგიგზავნოთ ან თავისთვის დაიმახსოვროს.

 

საკეტები აღჭურვილია ავტონომიური კვების წყაროთი (რამდენიმე AA ან სხვა ტიპის გალვანური ელემენტი ან აკუმულატორი). ზოგ მათგანს აქვს ელემენტების დაცლის შემთხვევაში გარე კვების წყაროს მისაერთებელი სპეციალური კონტაქტები, მაგრამ უმეტესობას ეს არა აქვს, რადგან პრაქტიკა აჩვენებს, რომ ასეთი "ზედაზღვევა" არცაა საჭირო – ელემენტები საკეტს მთელი წლის განმავლობაში ჰყოფნის, ხოლო როცა დაცლის ზღვარს მიუახლოვდება, ყოველი გაღებისას გატყობინებთ ამას დამახასიათებელი წრიპინით, ამის შემდეგ თქვენ კიდევ დაახლოებით 100–ჯერ შეგიძლიათ კარის გაღება, შესაბამისად, საკმაო დრო გაქვთ იზრუნოთ ელემენტების შეცვლაზე.

 

და მაინც, უკიდურესი შემთხვევისათვის, საკეტს აქვს "ჩვეულებრივი", მექანიკური გასაღებიც, მაღალი საიმედობის პროფილით. მისი შენახვა შეიძლება შენობის ზედამხედველთან, თუ ასეთი არსებობს, ან სადმე საიმედო ადგილას. შეიძლება მისი ტარებაც, უბრალოდ თქვენ თავისუფალი იქნებით მისი ყოველდღიური გამოყენებისაგან ჯიბეებში და ჩანთაში ძებნის ჩათვლით. ხოლო თუ ასეთი უკიდურესი შემთხვევა ნაკლებმოსალოდნელია, შეიძლება მისი გაუქმება და მაშინ საკეტი მხოლოდ თითის დადებით ან კოდით გაიღება.

 

ჩვენს ინტერნეტმაღაზიაში თქვენ გექნებათ ფართო არჩევანი პროდუქციისა, რომელიც ამჟამად ხელმისაწვდომია; ყველა პროდუქტი შექმნილია უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, როგორც მათი ელექტრონული, ასევე მექანიკური ნაწილი. საკეტის კარგად გააზრებული და პრაქტიკაში გამოცდილი მოქმედების ალგორითმებისა და კონსტრუქციების (მათ შორის ბლოკირებულზამბარიანი მექანიზმების, ე. წ. deadbolt), უახლესი ზემტკიცე ლითონებისა და შენადნობების გამოყენება – ეს ყველაფერი იძლევა საკეტის მაქსიმალური საიმედობის გარანტიას. პრაქტიკულად ამ საკეტის გატეხვა უფრო ძნელია, ვიდრე შენობაში ნებისმიერი სხვა გზით შეღწევა – თუნდაც მთლიანი კარის ჩამოხსნით.

 

ჩვენს მაღაზიაში თქვენ ნახავთ საქონელს, რომელიც უკვე შეგვიძლია მოგაწოდოთ, და ასევე რომლის შეკვეთაც შეგიძლიათ (თანხის წინასწარ გადაუხდელად) და ჩვენ ჩამოვიტანთ მას თქვენთვის საშუალოდ 6–7 სამუშაო დღის განმავლობაში. ჩვენ ასევე შეგვიძლია დაგიმონტაჟოთ არჩეული მოწყობილობა. ნებისმიერ პროდუქტს ახლავს მწარმოებლის გარანტია (როგორც წესი, ერთწლიანი); მწარმოებლის გარანტიის გარდა ჩვენ ვიძლევით საკუთარ გარანტიასაც იმავე ვადით, რაც იმას ნიშნავს, რომ მოწყობილობის ხარვეზის ან მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში ჩვენს მას დაუყოვნებლივ აღვადგენთ ან შეგიცვლით იდენტურით ან ანალოგიურით.