საიტზე მუშაობს Orphus

თუ შენიშნეთ შეცდომა, მონიშნეთ იგი და დააჭირეთ Ctrl+ENTER


Система Orphus

Login Form



skype

ადმინისტრატორი

Мой статус

გაყიდვების მენეჯერები

Мой статус

Мой статус

 

Who's Online

We have 1734 guests online


Designed by:
Assistance Service &
SiteGround web hosting Joomla Templates

დაქტილოსკოპური საკეტები ოფისებში PDF ბეჭდვა ელფოსტა

საკეტები დაქტილოსკოპური (fingerprint) სენსორებით ოფისებსა და ორგანიზაციებში

 


 

ოფისებისა და ორგანიზაციებისათვის დაქტილოსკოპური სენსორებით აღჭურვილ საკეტებს გააჩნიათ ყველა ის უპირატესობა, რაც ბინებისათვის, მაგრამ დამატებით ამისა, ასეთ "ჭკვიან" საკეტებს შეუძლიათ თვისებრივად ახალი როლი შეასრულონ პერსონალის მართვისა და მასთან დაკავშირებულ სხვა პროცესებში.

უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ დაქტილოსკოპური სენსორი ახდენს პიროვნების იდენტიფიკაციას საკუთრივ ამ პიროვნების უშუალო მონაწილეობისას, და არა რაიმე "ირიბი" მატერიალური იდენტიფიკატორებით. ვთქვათ, რაიმე რესურსზე წვდომა ხორციელდება პიროვნების საშვის, პლასტიკური ბარათის ან ნებისმიერი სხვა საშუალებით. ყველა ეს საშუალება შეიძლება მოხვდეს უცხო ხელში ამ საშუალების მფლობელის სანქციით ან მის გარეშე, და მაშინ წვდომა განხორციელდება იმისგან დამოუკიდებლად, იმყოფება თუ არა მფლობელი იქ იმ მომენტში, და შემდგომში აბსოლუტურად შეუძლებელი იქნება იმის გარკვევა, ვინ გამოიყენა საშვი – მფლობელმა თუ სხვამ.

C_DL_01_1

 

ვთქვათ, ორგანიზაცია თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადებას აღრიცხავს პლასტიკური ბარათების ან სპეციალური მოწყობილობების საშუალებით; ეს კარგია და პროგრესული, მაგრამ არავითარი გარანტია არ არის, რომ ვინმე არ "გაატარებს" ორ ბარათს – თავისას და მეგობრისას, რომელიც შესვენების შემდეგ გამოცხადდება სამუშაო ადგილზე. ასეთი შემთხვევებისაგან დასაზღვევად დამატებითი დამკვირვებელი პერსონალის ან ვიდეოთვალთვალის (საბოლოო ჯამში ისევ პერსონალის საშუალებით) გამოყენება კი საერთოდ აბსურდად აქცევს ამ სისტემას.

C_DL_01_5

 

ასეთი მაგალითების მოფიქრება მრავლად შეიძლება – სამსახურებრივ სადგურებზე მანქანებში საწვავის ჩასხმით დაწყებული და პერსონალის მიერ განსაზღვრული პუნქტების შემოვლის კონტროლით დამთავრებული. ყველა ამ შემთხვევაში დაქტილოსკოპური სენსორები სრულყოფილად უზრუნველყოფენ იდენტიფიკაციის უტყუარობას; მაგალითად, საშვთა სისტემა, აგებული ასეთი მოწყობილობების ბაზაზე, სრულყოფილად წარმართავს პერსონალის გამოცხადების, გადაადგილების და მართვის პროცესებს, მენეჯმენტს კი მიაწვდის სრულყოფილ ანგარიშებს წამების სიზუსტით და აბსოლუტური საიმედობით.

C_DL_02_123

 

 

ასეთი საკეტები მოსახერხებელი იქნება იმ ორგანიზაციებშიც, სადაც თანამშრომლებს სხვადასხვა კარებში შესვლის სხვადასხვა უფლებები აქვთ. ასეთი ამოცანები, როგორც წესი, კოდიანი საკეტებით წყდება, მაგრამ ამას თან სდევს მთელი რიგი სიძნელეებისა და ხარვეზებისა – კოდი ადვილად შეიძლება უცხო ხელში ჩავარდეს უყურადღებობის ან ბოროტი განზრახვის შედეგად, საჭიროა ამ კოდების პერიოდული ცვლა და მისი გაცნობა ყველა საჭირო პირისათვის და ასე შემდეგ. ყველა ეს პრობლემა ავტომატურად იხსნება დაქტილოსკოპური საკეტების გამოყენებისას – ამ შემთხვევაში შეიძლება სისტემის ისე აგება, რომ ამ სისტემის ადმინისტრატორსაც კი არ ჰქონდეს საშუალება ნებით ან უნებლიედ სისტემის შეცდომაში შეყვანისა.

თითის ანაბეჭდი მოწყობილობაში ინახება არა გრაფიკული გამოსახულების, არამედ სპეციალური ფორმატის ფაილის სახით, რომელიც მხოლოდ ამ მოწყობილობამ იცის, და შეუძლებელია მისი სხვა "ანაბეჭდით" შეცვლა, ფაილის დამახინჯება ან სხვაგან გადაწერა და სხვა.

ყველაფერი ეს – სისტემის საიმედობა, ფუნქციურობა და სატაბილურობა ასეთი მოწყობილობების დაბალ ღირებულებასთან ერთად საშუალებას იძლევა დაქტილოსკოპური სენსორების ბაზაზე აგებული სისტემა ჩაითვალოს იდეალურად სრულიად განსხვავებული მიმართულებისა და სპეციფიკის ორგანიზაციებში გამოსაყენებლად.

ორგანიზაციის კორპორატიული სტილის ფარგლებში შესაძლებელია სხვადასხვა "დონის" კარებისათვის ერთნაირი დიზაინის და სხვადასხვა ფერის საკეტების გამოყენება.

ჩვენს ინტერნეტმაღაზიაში თქვენ ნახავთ ფართო ასორტიმენტს მოწყობილობებისა, როგორც საწყობში არსებულებს, ასევე ისეთებს, რომლებიც შეგიძლიათ შეგვიკვეთოთ და ჩვენ ჩამოვიტანთ მას თქვენთვის საშუალოდ 6–7 სამუშაო დღის განმავლობაში. ჩვენი სპეციალისტები დაგეხმარებიან თქვენთვის ოპტიმალური სისტემის შემუშავებასა და შემდგომ მის რეალიზაციაშიც.

ნებისმიერ პროდუქტს ახლავს მწარმოებლის გარანტია (როგორც წესი, ერთწლიანი); მწარმოებლის გარანტიის გარდა ჩვენ ვიძლევით საკუთარ გარანტიასაც იმავე ვადით, რაც იმას ნიშნავს, რომ მოწყობილობის ხარვეზის ან მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში ჩვენს მას დაუყოვნებლივ აღვადგენთ ან შეგიცვლით იდენტურით ან ანალოგიურით, ანუ თქვენ არ მოგიწევთ ლოდინი სანამ პროდუქტი მწარმოებელს გაეგზავნება და შემდეგ უკან დაბრუნდება.