საიტზე მუშაობს Orphus

თუ შენიშნეთ შეცდომა, მონიშნეთ იგი და დააჭირეთ Ctrl+ENTER


Система Orphus

Login Form



skype

ადმინისტრატორი

Мой статус

გაყიდვების მენეჯერები

Мой статус

Мой статус

 

Who's Online

We have 1726 guests online


Designed by:
Assistance Service &
SiteGround web hosting Joomla Templates

ფორუმები და კომუნიკაციები PDF ბეჭდვა ელფოსტა

 

 

1. ფორუმი


როგორც ფარდა პრინციპში არაფერში სჭირდება ფანჯარას, მაგრამ საბოლოო ჯამში აუცილებელია, ასევე საჭიროა ფორუმი ნებისმიერი მეტნაკლებად სერიოზული საიტისათვის, თუნდაც ეს საჭიროება არცთუ თვალშისაცემი იყოს.

 

არის თუ არა საჭირო ფორუმი, ეს საწარმოს მენეჯერების გადასაწყვეტია, მაგრამ თუ თქვენ გადაწყვიტეთ, რომ ფორუმი გინდათ, ჩვენ შემოგთავაზებთ პროდუქტებს, რომლებიც თავისი ფუნქციურობით და ნებისმიერი პარამეტრებით დააკმაყოფილებენ თქვენს ნებისმიერ მოთხოვნილებას.

 

თქვენ მიიღებთ სრულყოფილად კონფიგურირებულ ფორუმს, მოდერირების ფუნქციებითა და წვდომის პარამეტრების ჩამოყალიბებული სტრუქტურით.

 

ჩვენ ბევრი სხვადასხვა ფორუმისთვის გვაქვს ინტერფეისის ქართული ენის პაკეტები, როგორც მონაწილის, ასევე ადმინისტრატორის პანელის ინტერფეისებისათვის. თუ თქვენ აირჩიეთ ფორუმი, რომლის ენის პაკეტი ჩვენ არ აღმოგვაჩნდება, უახლოეს ხანებში და თითქმის იგივე ფასად თქვენ მიიღებთ ენის პაკეტს ამ ფორუმისათვის.

 

ისევე, როგორც საიტისა და მაღაზიისათვის, ჩვენ შემოგთავაზებთ ფორუმის მომსახურებასაც (მოდერირება, ადმინისტრირება). კონსულტაციები ტრადიციულად უფასოა.



 

2. შიდა კომუნიკაციის სისტემები

 

ამ შემთხვევაში ეს ტერმინი გულისხმობს პროგრამული უზრუნველყოფის პაკეტებს, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელთა განსაზღვრულ ჯგუფს (ორგანიზაციის თანამშრომლები, საიტის, მაღაზიის და სხვა მომხმარებლები და ა. შ.) იქონიონ ერთმანეთთან კავშირის გარე სამყაროსაგან იზოლირებული სისტემა (ე. წ. შიდაკორპორატიული მესინჯერი). ასეთი სისტემების საშუალებით შესაძლებელია ერთმანეთთან კავშირი როგორც ტექსტური შეტყობინებებით (როგორც ICQ ან Skype–თი), ასევე აუდიო– და ვიდეოკავშირის საშუალებით (სამუშაო ადგილის მიკროფონით, საყურისებით და კამერით აღჭურვის შემთხვევაში), შესაძლებელია აუდიო–ვიდეოკონფერენციების მოწყობა და ა. შ.


ამ სისტემის მომხმარებლები შეიძლება დაიყოს სხვადასხვა ჯგუფებად ერთმანეთთან სხვადასხვა წვდომებით, შესაძლებელია გაცვლილი ინფორმაციის არქივირება მისი კონტროლის ან ხელმეორედ გამოყენების მიზნით და ა. შ.

 

ამავე ფუნქციას შეიძლება ასრულებდეს საიტის, ფორუმის, ინტერნეტმაღაზიის გარკვეული კომპონენტებიც – ნებისმიერ ვებრესურსზე შეიძლება ორგანიზებულ იქნას როგორც მინიჩეთი, ასევე ონლაინ–დახმარება, "ცხელი ხაზი" და სხვა.

 

 

 


 

3. სხვა კომუნიკაციები

 

 

შეიძლება თქვენთვის სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდეს ე. წ. სოფთფონების – "კომპიუტერული ტელეფონების" არსებობა; საქართველოში ფუნქციონირებს რამდენიმე ოპერატორი, რომლებიც ახორციელებენ ამ ე. წ. VoIP–ტელეფონიის სერვისის მიწოდებას მომხმარებლებისათვის. ეს ჩვეულებრივი ექვსნიშნა ნომერია, რომელზეც (და რომლიდანაც) ჩვეულებრივად ირეკება ქალაქის და მობილური ტელეფონებიდან. ერთმანეთში (ანუ ერთი ოპერატორის ნომრებით) ზარები, როგორც წესი, უფასოა, სხვა ოპერატორებთან კი (განსაკუთრებით მობილური და საერთაშორისო ზარები) მნიშვნელოვნად იაფი, ვიდრე "ჩვეულებრივი" (ქალაქის და მობილური) ტელეფონებიდან. ამ ნომრებისთვის ტელეფონის აპარატის როლს კომპიუტერი ასრულებს მასზე დაყენებული სპეციალური პროგრამით (სოფთფონი – SoftPhone) და მიერთებული მიკროფონ/საყურისებით. არსებობს სპეციალური მოდემებიც, რომლებიც საშუალებას იძლევა კომპიუტერის ნაცვლად ჩვეულებრივი აპარატი (ხშირად ორი ან მეტი, დამოუკიდებელი ნომრებით) იქნას გამოყენებული; ასევე არსებობს მოწყობილობები, რომელშიც გაერთიანებულია ასეთი მოდემი და ტელეფონის აპარატი.


თუ თქვენს ორგანიზაციაში მნიშვნელოვანი სატელეფონო ხარჯები ფიქსირდება, მათ შორის მობილური და საერთაშორისო ზარებისა, ან ქალაქის ტელეფონები არასაკმარისია, შეიძლება აზრი ჰქონდეს განიხილოთ სოფთფონების დანერგვა და თანამშრომელთათვის კომფორტული პირობების შექმნასთან ერთად მნიშვნელოვნად შეამციროთ სატელეფონო ხარჯები. ამას არ სჭირდება დამატებით რაიმე ტელეფონის ხაზის გამოყვანა ან სხვა რამ სამუშაოები – საკმარისია გქონდეთ ინტერნეტი და აიღოთ ნომრები პროვაიდერთან.


ჩვენ გვაქვს გამოცდილება სატელეფონო მრავალარხიანი "ცხელი ხაზებისა" და ავტომატური შეტყობინება/გამოკითხვების ორგანიზებისა, ასევე მინი–ატს–ების ორგანიზებისა და კონფიგურირებისა (დღის გარკვეულ მონაკვეთებში საქალაქთაშორისო ზარების განხორციელების აკრძალვა ან პირიქით, დაშვება, "თეთრი" და "შავი სიები" და სხვა).


შეიძლება თქვენთვის საინტერესო აღმოჩნდეს ორგანიზაციაში ვიდეოკონტროლის სისტემების დანერგვა, მთელი თავისი ტექნოლოგიური და ფუნქციონალური მრავალფეროვნებით (მათ შორის ინფორმაციის დისტანციური მიღება–დაგროვება), რაშიც ასევე დიდი გამოცდილება გვაქვს, რომელსაც სიამოვნებით ჩავაყენეთ თქვენს სამსახურში.