საიტზე მუშაობს Orphus

თუ შენიშნეთ შეცდომა, მონიშნეთ იგი და დააჭირეთ Ctrl+ENTER


Система Orphus

Login Form



skype

ადმინისტრატორი

Мой статус

გაყიდვების მენეჯერები

Мой статус

Мой статус

 

Who's Online

We have 1864 guests online


Designed by:
Assistance Service &
SiteGround web hosting Joomla Templates

ინტერნეტმაღაზიები PDF ბეჭდვა ელფოსტა

 

1. ინტერნეტმაღაზიის დამზადება

 

თუ რაიმე სპეციალური მოთხოვნილება არ არის, სრულფუნქციური ინტერნეტმაღაზია შეიძლება დამზადდეს რომელიმე გავრცელებული სკრიპტის საფუძველზე. ასეთი მაღაზიების მაგალითები შეგიძლიათ ნახოთ შემდეგი ბმულებით:

 

მივაქციოთ ყურადღება, რომ ეს სხვადასხვა მაღაზიებია – სხვადასხვა სკრიპტზე აგებული, და არა ერთმანეთისაგან უბრალოდ გაფორმებით განსხვავებულები. გარეგანი ხედი ნებისმიერი მაღაზიისა შეიძლება შეიცვალოს ისე, რომ სხვადასხვა მაღაზიები ერთმანეთს ჰგავდეს, და ისეც, რომ არცერთ სხვა, თავისნაირ მაღაზიასაც არ ჰგავდეს.

 

პირველი მაღაზია – CMS Joomla-ს მოდულია (რომლითაც ჩვენი საიტია აგებული) და ინტეგრირებულია საიტის გარემოში; მეორე – მრავალენოვანი მაღაზიაა, რომლის შექმნაში ჩვენც ვმონაწილეობდით და ჩვენს მიერვეა გაქართულებული. მესამე – რუსულენოვან სივრცეში საკმაოდ გავრცელებულ VamShop–ის ძრავზეა აგებული, მეოთხე კი – OSCommerse–სა, რომელიც VamShop–ის "მშობელი" ძრავია.

 

თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი ეს (ან სხვა) მაღაზია და ჩვენ მას ჩაგაბარებთ სრულად კონფიგურირებულს, აწყობილი სტრუქტურითა და გამართული ადმინპანელით.

 

თუ არცერთმა ამ მაღაზიამ რამეთი არ დაგაკმაყოფილათ, ჩვენ შეგიქმნით სრულიად ორიგინალურ მაღაზიას. ეს დროსაც მეტს მოითხოვს და ხარჯებსაც, მაგრამ შეიძლება გიღირდეთ იმისათვის, რომ თქვენი "საკუთარი მაღაზიის" სკრიპტი გქონდეთ.




2. ელექტრონული კომერციის სისტემები


ბოლო დროს ინტერნეტმაღაზიების გავრცელებასთან ერთად მატულობს იმ მომხმარებელთა რიცხვი, რომელთათვისაც უფრო მოსახერხებელია საქონლის ღირებულების პლასტიკური ბარათით (ინტერნეტის საშუალებით) გადახდა, ვიდრე გადახდის ნებისმიერი სხვა ფორმები. იმისათვის, რომ თქვენს მაღაზიაში შეიძლებოდეს ბარათით გადახდა, მაღაზია უნდა ჩაერთოს შესაბამის საგადამხდელო სისტემაში (მაგალითად Visa); ამისათვის კონკრეტული მაღაზიისათვის უნდა დაიწეროს სპეციალური მოდული, რომელიც დაამყარებს კავშირს მაღაზიასა და საგადამხდელო სისტემას შორის


ჩვენ შეგვიძლია დაგიმზადოთ თქვენი მაღაზიისათვის საჭირო მოდული მინიმალურ ფასებში. ხოლო ჩვენს მიერ დამზადებული მაღაზიისათვის მოდულის შეკვეთისას თქვენ ისარგებლებთ დამატებითი ფასდაკლებით.




3. მაღაზიის მომსახურება

 

ინტერნეტ–მაღაზიის მომსახურება გარკვეულწილად სახათაბალო საქმეა – მაღაზიას მუდმივად განახლება სჭირდება, ამ პროცესის შეფერხება პირდაპირ ახდენს გავლენას მაღაზიის შემოსავლებზე, პრესტიჟისა და ნდობის ფაქტორით კი – ირიბადაც.

 

თუ ეს საქმიანობა რაიმე მიზეზით თქვენთვის გაუმართლებელი იქნება, ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ ჩვენს თავზე თქვენი მაღაზიის მომსახურება. ამ მომსახურების ფასები დიდად იქნება დამოკიდებული თქვენს მაღაზიაში პროცესების ინტენსივობაზე, მაგრამ პრაქტიკა აჩვენებს, რომ უმეტეს შემთხვევაში, განსაკუთრებით თუ მაღაზიას ცალკე თანამშრომელი არა ჰყავს დასაქმებული მხოლოდ ამ საქმიანობაზე,  ამ ფუნქციის სპეციალიზებულ პერსონალზე მინდობა გამართლებულია (ოპერატიულობა, საიმედობა და სხვა ფაქტორები სამუშაოს ერთგვაროვნებიდან გამომდინარე).

 

თუ თქვენ გადაწყვეტთ მაინც თქვენი ძალებით განახორციელოთ მაღაზიის მომსახურება, ჩვენ შეგვიძლია მოგიმზადოთ პერსონალი. ხოლო, თუ თქვენი თანამშრომელი მეტნალკებად მაინც კვალიფიცირებულია, ჩვენ გაგიწევთ უფასო კონსულტაციას და დავეხმარებით თქვენს თანამშრომელს მაღაზიის მომსახურებისა და ადმინისტრირების მეთოდების ათვისებაში (ეს ეხება არა მარტო ჩვენთან შეძენილ მაღაზიებს, არამედ ნებისმიერი საშუალებით თქვენს მიერ აწყობილ ნებისმიერ პროდუქტს).

 


 

4. ინტერნეტმაღაზიის ოპტიმიზაცია


ინტერნეტმაღაზიის შემთხვევაში ოპტიმიზაციის დანიშნულება და მიზნები პრაქტიკულად იგივეა, რაც საიტის შემთხვევაში – მოიზიდოს მაღაზიაში რაც შეიძლება მეტი მომხმარებელი; მხოლოდ მეთოდები და საშუალებები აქ მეტად განსხვავებულია სირთულითაც და ჩასატარებელი სამუშაოს მოცულობითაც.


თუ თქვენ ჩათვლით, რომ საჭიროა თქვენი მაღაზიის "გამოცოცხლება", მაღაზიისა და შესაბამისი ბაზრის სპეციფიკის შესწავლის შემდეგ ჩვენ შეგვეძლება მოგიმზადოთ იმ ღონისძიებათა პაკეტი, რომელიც გაიყვანს მაღაზიას სასურველ მონაცემებზე. ეს ღონისძიებები (მათი საჭიროება, გატარების პროცედურა და მოსალოდნელი ეფექტი) საკმარისად იქნება დასაბუთებული იმისათვის, რომ თქვენ შეგეძლოთ გადაწყვეტილების მიღება, გჭირდებათ თქვენ ეს თუ არა.